Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სავაჭრო ურთიერთობები შეაჩერეს თუ უვიზო მიმოსვლა და პირდაპირი ფრენები? -ლევან ნიკოლეიშვილი მეთიუ მილერის განცხადებაზე

მარშალ პრესი 02/12/2024
levan nikoleishvili

სავაჭრო ურთიერთობები შეაჩერეს თუ უვიზო მიმოსვლა და პირდაპირი ფრენები? 30 წლის განმავლობაში 6 მილიარდის 90% -ით არასამთავრობო სექტორს აჭმევდნენ, რისთვის, რომ ამ ხელმოცარულ აგენტურას რევოლუცია და სახელმწიფო გადატრიალება მოეწყოთ საქართველოში? ვისთან აჩერებენ და რას აჩერებენ პარტნიორობას იმ ქვეყანასთან ვის ჯარისკაცები და ოფიცრები მათთან ერთად ერაყსა თუ ავღანეთი ომობდნენ და იღუპებოდნენ? – ასე ეხმიანება „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას, სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შესახებ.

მისივე თქმით, მეთიუ მილერმა ამ განცხადებით, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აშშ-ს მოქმედ ადმინისტრაციას არ სურს მშვიდობა საქართველოში, პირდაპირ თუ ირიბად მხარს უჭერს რადიკალურ ოპოზიციას.

„არავის ისე არ დაუზარალებია ამერიკის შეერთებული შტატების სახელი და ავტორიტეტი როგორც მის ჯერ კიდევ მოქმედ ადმინისტრაციას. ისეთი სერიოზული საგარეო პოლიტიკური კრახი როგორიც მათ შექმნეს, ახლო აღმოსავლეთში, ერაყში, სირიასა თუ ავღანეთში მართლაც გარკვეულ ეჭვებს ბადებს, სულ რომ არაფერი არ ვთქვათ რუსეთ-უკრაინის ომის დროს მათ ქმედებებზე. თუნდაც ბოლოდროინდელი მოვლენები ავიღოთ, არჩეული პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ მშვიდობა უნდა დაამყაროს, მოქმედი პრეზიდენტი კი სწორედ მშვიდობის საწინააღმდეგოდ, უკრაინელებს აძლევს რუსეთის ტერიტორიების სარაკეტო დარტყმების მიყენების უფლებას, რასაც მყისიერად მოჰყვა რუსების საპასუხო სარაკეტო დარტყმები უკრაინაში – ვინ შეეწირა ამას, უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობა, მსოფლიო შესაძლო ბირთვული დაპირისპირების წინაშე დააყენა, ხოლო რუსებს სამშვიდობო მოლაპარაკების შემთხვევაში დამატებით უპირატესობები მიანიჭა.

ახლა კი რაც შეეხება მეთიო მილერის სრულიად უპასუხისმგებლო განცხადებას სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შესახებ. აქ ხომ ძალიან ადვილად გამოსაცნობ მზაკვრობასთან გვაქვს საქმე. სავაჭრო ურთიერთობები შეაჩერეს თუ უვიზო მიმოსვლა და პირდაპირი ფრენები? 30 წლის განმავლობაში 6 მილიარდის 90% -ით არასამთავრობო სექტორს აჭმევდნენ, რისთვის, რომ ამ ხელმოცარულ აგენტურას რევოლუცია და სახელმწიფო გადატრიალება მოეწყოთ საქართველოში? ვისთან აჩერებენ და რას აჩერებენ პარტნიორობას იმ ქვეყანასთან ვის ჯარისკაცები და ოფიცრები მათთან ერთად ერაყსა თუ ავღანეთი ომობდნენ და იღუპებოდნენ?

ამ როყიო თითქოს გაუაზრებელი განცხადებით, კიდევ ერთხელ დაადასტურეს რომ მოქმედ ადმინისტრაციას არ სურს მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში, პირდაპირ თუ ირიბად მხარს უჭერს რადიკალურ ოპოზიციას. როგორც ჩანს ცდილობენ მაქსიმალურად ბევრი პრობლემა დაახვედრონ არჩეულ პრეზიდენტ ტრამპსა და ახალ ადმინისტრაციას. ჩვენ რა, ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ვიცავთ, ახალ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობასაც ვაპირებთ და ურთიერთობების აღდგენასაც.

რაც შეეხება ძველ ადმინისტრაციას, მაინც ვკითხავთ რა შეაჩერეთ რაც არ გვქონია, და ამით ფიქრობთ ოპოზიციას ისე დაეხმარეთ, რომ რევოლუციით დაამხობს ამ ხელისუფლებას, ძალიან მწარედ და სამარცხვინოდ შემცდარხართ”, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

Continue Reading

Previous: აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი არასდროს ყოფილა, მუდმივად გვამადლიან, რომ რამდენიმე მილიარდი აქვთ დახარჯული, რომლის ნაწილი სესხის სახით არის მოცემული, ნაწილით კი კოლექტიური ლომჯარია-გიგაურები ჰყავთ დაფინანსებული
Next: სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკისათვის საქართველოს მიმართ ასეთია: სავაჭრო ურთიერთობები – არა! უვიზო რეჟიმი – არა! პირდაპირი ფრენები – არა! – მაშინ რა შეჩერდა? არც არაფერი!

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025