Skip to content
07/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ევროკავშირი როგორც მშვიდობის, კეთილდღეობის , თანხმობის პროექტი ჩვენი ოპოზიციის და მათი უცხოელი პატრონების ხელში იქცა შანტაჟის და ზეწოლის იარაღად და დღევანდელი გადაწყვეტილებით ეს იარაღი ჩამოვართვით ამ ჯგუფებს და განვაიარაღეთ

მარშალ პრესი 28/11/2024
shalva papuashvili

სამწუხაროდ ევროკავშირი, როგორც მშვიდობის, კეთილდღეობის, თანხმობის პროექტი, ჩვენი ოპოზიციის და მათი უცხოელი პატრონების ხელში იქცა შანტაჟის და ზეწოლის იარაღად და დღევანდელი გადაწყვეტილებით ზუსტად ეს გავაკეთეთ, რომ ეს იარაღი ჩამოვართვით ამ ჯგუფებს და განვაიარაღეთ ამ მხრივ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

მისივე თქმით, გრძელდება საგნობრივი მუშაობა ასოცირების შეთანხმების საფუძველზე და 2028 წელს საქართველო იქნება ლიდერი, გაიხსნება მოლაპარაკებები და იქნება მშვიდი ორ წლიანი მოლაპარაკება.

„ნაცვლად იმისა, რომ გვქონდეს 6 წლიანი ჯანჯღარი და ამ იარაღით ჩვენს მოსახლეობაზე ზემოქმედება, გვექნება მშვიდი, საგნობრივი მუშაობა ასოცირების შეთანხმების საფუძველზე, რაზეც უნდა გვემუშავა ისედაც, არაფერი ახალი გასაკეთებელი კი არ გვაქვს ამ მოლაპარაკებების დაწყებით, ვაგრძელებთ იმავეს, რასაც აქამდე წარმატებით ვაკეთებდით და ვართ ევროკავშირისვე შეფასებით, ევროკომისიის დასკვნით ვართ მოწინავე ამ მხრივ. ვაგრძელებთ ამ მუშაობას, ჩვენ ვიქნებით კვლავ მოწინავე და 2028 წელს დაინახავს ყველა, რომ ჩვენ ვიქნებით ლიდერი, გავხსნით მოლაპარაკებებს და გვექნება მშვიდი ორ წლიანი მოლაპარაკებები, სადაც შეფასდება ჩვენი შედეგები და იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში იქნება პოზიტიური გადაწყვეტილება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: საზოგადოების დიდი ნაწილი ზეიმობს სუვერენისტული რიტორიკის პრაქტიკაში დანერგვის დასაწყისს, რაც ნამდვილი დამოუკიდებლობის მოპოვებისა და საერთაშორისო ურთიერთობების ღირსეულ პოლიტიკურ სუბიექტად დაფიქსირების გზაზე ისტორიული ნაბიჯია
Next: შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.