Skip to content
06/08/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საზოგადოების დიდი ნაწილი ზეიმობს სუვერენისტული რიტორიკის პრაქტიკაში დანერგვის დასაწყისს, რაც ნამდვილი დამოუკიდებლობის მოპოვებისა და საერთაშორისო ურთიერთობების ღირსეულ პოლიტიკურ სუბიექტად დაფიქსირების გზაზე ისტორიული ნაბიჯია

მარშალ პრესი 28/11/2024
luka-exvaia1

პოლიტოლოგი ლუკა ეხვაია, “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის მიხედვით, ევროპელი ბიუროკრატებისა და პოლიტიკოსების ნაწილის შანტაჟის და შეურაცხყოფის ფონზე, საქართველო 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკების პროცესს აჩერებს.

ეხვაიას განცხადებით, საზოგადოების დიდი ნაწილი ზეიმობს ნამდვილი დამოუკიდებლობის მოპოვების და საერთაშორისო ურთიერთობების ღირსეულ პოლიტიკურ სუბიექტად ჩამოყალიბების დასაწყისს, მეორე ნაწილი კი გლოვობს, რადგან პოლიტიკური შანტაჟის და დესტაბილიზაციის მთავარი ინსტრუმენტი გამოსტაცეს.

ის ხაზს უსვამს იმასაც, რომ დასავლეთის უპირობო მომსახურება სარფიანი აღარ იქნება. “საზოგადოების დიდი ნაწილი ზეიმობს იმას, რასაც დიდი ხანი ელოდა, სუვერენისტული რიტორიკის პრაქტიკაში დანერგვისა და გადმოტანის დასაწყისს, რაც ნამდვილი დამოუკიდებლობის მოპოვებისა და საერთაშორისო ურთიერთობების ღირსეულ პოლიტიკურ სუბიექტად დაფიქსირების გზაზე ისტორიული ნაბიჯია. მეორე ნაწილი კი გლოვობს, მათ ხელიდან პოლიტიკური შანტაჟისა და შიდა დესტაბილიზაციის დათესვის მთავარი ინსტრუმენტი, “კანდიდატის სტატუსის” თემა გამოსტაცეს და რაც მათთვის კიდევ უფრო ტრაგიკულია – ჩვენს ქვეყანაში დასავლეთის უპირობო მსახურება სარფიანი საქმიანობა აღარ იქნება.” – წერს ლუკა ეხვაია სოციალურ ქსელში.

Continue Reading

Previous: მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან
Next: ევროკავშირი როგორც მშვიდობის, კეთილდღეობის , თანხმობის პროექტი ჩვენი ოპოზიციის და მათი უცხოელი პატრონების ხელში იქცა შანტაჟის და ზეწოლის იარაღად და დღევანდელი გადაწყვეტილებით ეს იარაღი ჩამოვართვით ამ ჯგუფებს და განვაიარაღეთ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025