Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტი სრულიად ლეგიტიმურად შეიკრიბა, საკონსტიტუციო სარჩელი ვერ იქნება უფრო აღმატებული, ვიდრე კონსტიტუციის ჩანაწერი

მარშალ პრესი 27/11/2024
levan-ioseliani

საქართველოში არსებობს საპარლამენტო ომბუდსმენის ინსტიტუტი, რაც ნიშნავს იმას, რომ ომბუდსმენი ანგარიშს ამზადებს პარლამენტისთვის, შესაბამისად, სადაც ჩვენ მთელი წელი ვმუშაობთ და ვშრომობთ, ეს არის საქართველოს პარლამენტი, რომელსაც ანგარიშს წარვუდგენთ, – განაცხადა სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა.

ომბუდსმენის თქმით, პარლამენტი სრულიად ლეგიტიმურად შეიკრიბა კონსტიტუციის 38-ე მუხლის თანახმად, სადაც ცალსახად წერია, რომ შემაჯამებელი ოქმის გამოცხადების შემდეგ, ათ დღეში პარლამენტი იკრიბება.

„ყველა სხვა მუხლი, სხვა დათქმა, მათ შორის საკონსტიტუციო სარჩელი, ვერ იქნება უფრო აღმატებული, ვიდრე კონსტიტუციის ჩანაწერი, სადაც ცალსახად წერია, რომ არაუგვიანეს ათ დღეში პარლამენტი უნდა შეიკრიბოს, რაც ასეც მოხდა და რაც, რა თქმა უნდა, ლეგიტიმური იყო. არც რეგლამენტი, არც სხვა ნებისმიერი საკანონმდებლო აქტი არ არის კონსტიტუციაზე უმაღლესი იერარქიული მნიშვნელობის დოკუმენტი. ნებისმიერი სხვა არის განხილვის საკითხი. სასამართლო იმსჯელებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, თუმცა ეს შეკრების ლეგიტიმაციასთან არავითარ კავშირში არ არის“, – განაცხადა იოსელიანმა.

Post navigation

Previous: ცოტა უფრო რადიკალური ზომებია საჭირო – პაატა ბურჭულაძე
Next: პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი წარადგინეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.