Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ცოტა უფრო რადიკალური ზომებია საჭირო – პაატა ბურჭულაძე

მარშალ პრესი 27/11/2024
burchuladze

ცოტა უფრო რადიკალური ზომებია საჭირო, საქართველოს ჰიმნის სიმღერა არ ჭრის. ხომ ხედავთ, ამ ადამიანებზე არაფერი არ მოქმედებს, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

მისი თქმით, არ სურს ჩხუბისა და შეტაკებებისკენ მოუწოდოს საზოგადოებას, მაგრამ „გამჭვირვალობის კანონის“ პირველი ინიციირების დროს გამართულ საპროტესტო აქციებზე იყო შეტაკებები, რის გამოც ხელისუფლებამ უკან დაიხია. შესაბამისად, ბურჭულაძეს მიაჩნია, რომ პოლიტიკოსებმა რაიმე რადიკალური გზა უნდა შესთავაზონ ხალხს.

„ამათ ბატონებო, უკან დასახევი გზა არ აქვთ, მაგრამ შემოგვხედეთ ჩვენც – ჩვენ სხვა სამშობლო არ გვაქვს, უკან ვერ დავიხევთ, საქართველო არის ერთი ჩვენთვის, ჩვენი სამშობლო. ეს ხალხი, რომელიც ასიათასობით გამოდიოდა ქუჩაში, მადლობა ღმერთს, ჯერ არ წასულა საზღვარგარეთ. ისე ბევრს აქვს უკვე წასასვლელად და გასაქცევად საქმე, ესენი კიდევ აქ არიან, ამიტომაც ჩვენ უნდა შევთავაზოთ, უფრო სწორად, პოლიტიკოსებმა, რაღაც ცოტა რადიკალური. მე არ მინდა ჩხუბის და შეტაკებებისკენ მოვუწოდო, მაგრამ იყო პატარა შეტაკება პირველად შარშანწინ მარტის თვეში „რუსულ კანონზე“. მე იქ ვიდექი, ახალგაზრდები იდგნენ, ევროპული დროშით გოგონა რომ გვყავს ახლა ჩვენ. იყო [შეტაკება] დაიხია უკან [ხელისუფლებამ], იმიტომ რომ რაღაც რეაგირება მოხდა. სიმღერა-სიმღერით სიარულით და დროშების ფრიალით ამათთან ვერ გავალთ ვერაფერს.“ – აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ.

Post navigation

Previous: „ჩვენი ამოცანაა, ორიენტირებული ვიყოთ რესოციალიზაცია-რეაბილიტაციასა და განრიდებაზე, პრევენციულ ღონისძიებებზე. კანონმდებლობა მოვიდა შესაბამისობაში ევროპულ სტანდარტებთან, და კიდევ უფრო ჰუმანური გახდა“
Next: საქართველოს პარლამენტი სრულიად ლეგიტიმურად შეიკრიბა, საკონსტიტუციო სარჩელი ვერ იქნება უფრო აღმატებული, ვიდრე კონსტიტუციის ჩანაწერი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.