Skip to content
15/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრად დავით სონღულაშვილი წარადგინა

მარშალ პრესი 25/11/2024
david songulashvili

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრად დავით სონღულაშვილი წარადგინა.

როგორც მთავრობის მეთაურმა ბრიფინგზე განაცხადა, დავით სონღულაშვილს აქვს ღრმა განათლება შესაბამის სფეროში, ბიზნესის, ეკონომიკის მიმართულებით.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრად მინდა, წარმოგიდგინოთ დავით სონღულაშვილის კანდიდატურა, მასაც არ სჭირდება განსაკუთრებული წარდგენა. მას აქვს ღრმა განათლება შესაბამის სფეროში, ბიზნესის, ეკონომიკის მიმართულებით, მას დამთავრებული აქვს კავკასიის ბიზნეს სკოლა და გრენობლის ბიზნესის უმაღლესი სკოლა. ის არის საერთაშორისო ბიზნესის მაგისტრი, ის გახლავთ საქართველოს პარლამენტის წევრი უკვე მრავალი წელია. სხვადასხვა დროს იყო სხვადასხვა კომიტეტის თავმჯდომარე, მათ შორის ევროინტეგრაციის კომიტეტის, ის იყო დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, მანამდე ძალიან წარმატებულ საქმიანობას აწარმოებდა ასევე კერძო სექტორში, სახელმწიფო სამსახურში. დავით სონღულაშვილი არის პროფესიონალი და დარწმუნებული ვართ, რომ ის იქნება არაჩვეულებრივი მინისტრი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Post navigation

Previous: პრემიერ-მინისტრმა იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილი წარადგინა
Next: პრემიერ-მინისტრმა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მაკა ბოჭორიშვილი წარადგინა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.