Skip to content
15/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პრემიერ-მინისტრმა იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილი წარადგინა

მარშალ პრესი 25/11/2024
anri oxanashvili

იუსტიციის მინისტრის პოსტზე იქნება წარდგენილი ანრი ოხანაშვილის კანდიდატურა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ანრი ოხანაშვილი არის ერთ-ერთი საუკეთესო იურისტი საქართველოში და მას განათლება მიღებული აქვს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, კერძოდ გერმანიაში.

მთავრობის მეთაურმა ანრი ოხანაშვილს ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა.

„ანრი ოხანაშვილს არ სჭირდება განსაკუთრებული წარდგენა, იგი გახლავთ ერთ-ერთი საუკეთესო, პროფესიონალი იურისტი საქართველოში. მას აქვს მიღებული ძალიან ღრმა განათლება ჯერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და შემდეგ დამთავრებული აქვს მაგისტრატურა იენის უნივერსიტეტში, გერმანიაში და ასევე სადოქტორო დისერტაცია აქვს დაცული გერმანიაში, ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში. ის 2017 წლიდან გახლავთ საქართველოს პარლამენტის წევრი, წლების განმავლობაში, იკავებდა იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელის თანამდებობას და ყველა მიმართულებით იყო ძალიან წარმატებული თავის საქმიანობაში. ანრი ოხანაშვილი გახლავთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, დარწმუნებული ვარ, რომ ის იქნება ძალიან კარგი იუსტიციის მინისტრი, მინდა წარმატებები ვუსურვო იუსტიციის სამინისტროში,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Post navigation

Previous: კომიტეტების თავმჯდომარეების გარკვეული ცვლილებები იქნება. დღეს ყველა ყველაფერს გაიგებთ, როგორც კომიტეტების შემადგენლობას, ისე სხვა საპარლამენტო თანამდებობებს
Next: პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრად დავით სონღულაშვილი წარადგინა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.