„დემოკრატიის წესი ნამდვილად არის უმცირესობის ინტერესების გათვალისწინებაც, მაგრამ როდესაც მოთხოვნა არასახელმწიფოებრივია, ბუნებრივია, მას უმრავლესობა არ გაითვალისწინებს“, – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე, რითაც ოპოზიციის მომხრე პროფესორ-მასწავლებლების მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნას ეხმიანება.
მისივე თქმით, დემოკრატიულ ქვეყნებში უმცირესობა ქვეყნის და სხვა მნიშვნელოვანი ორგანიზაციების მართვას არ ითხოვს.
„გაუგონარი რამ ხდება საქართველოში, უმცირესობაში მყოფი ოპოზიცია ითხოვს ქვეყნის მართვას. ითხოვენ ამომრჩეველთა უმრავლესობის ხმების უგულებელყოფას და უმცირესობის ხმებით სახელმწიფოს მართვას.
იგივე მოთხოვნა აქვთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოპოზიციონერ პროფესორ-მასწავლებლებს. თსუ-ს 2700-მდე პროფესორ-მასწავლებლიდან მხოლოდ 470 ითხოვს რექტორის გადადგომას და ეს თურმე დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს.
სად ნახეს, რომელ დემოკრატიულ ქვეყანაში მოხდა მსგავსი რამ, როდესაც უმცირესობა ითხოვს, როგორც ქვეყნის, ასევე მნიშვნელოვანი ორგანიზაციების მართვას? რატომ ატყუებენ სტუდენტებს და არადემოკრატიულ სტანდარტებს დემოკრატიად ასწავლიან? არ ხდება ეს არსად!
მივმართავ ოპოზიციას, თუკი თქვენი პოლიტიკა მისაღებია საქართველოს მოსახლეობისთვის, უნდა მიგეღოთ ამომრჩეველთა უმრავლესობისგან ხმები! ასევე მივმართავ თსუ-ს გაფიცულ პროფესორებს, მოიპოვეთ უმრავლესობა უნივერსიტეტში და ამის შემდეგ იქნება დამაჯერებელი თქვენი მოთხოვნა. რაც არ უნდა ჯანსაღი იყოს ნებისმიერი მოთხოვნა, ეს წყდება უმრავლესობით და არა უმცირესობით. დემოკრატიის წესი ნამდვილად არის უმცირესობის ინტერესების გათვალისწინებაც, მაგრამ როდესაც მოთხოვნა არასახელმწიფოებრივია, ბუნებრივია, მას უმრავლესობა არ გაითვალისწინებს“, – წერს თამარ ჩიბურდანიძე.
თავმოყვარე იურისტი ასეთ სარჩელს არ უნდა წერდეს, რომელიც დაცლილია სამართლებრივი საფუძვლებისგან