Skip to content
22/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

„გამჭვირვალობის კანონსა“ და ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონზე ქართველებს მკაფიო დამოკიდებულება აქვთ და ამ საკითხზე შანტაჟის ენით საუბარი მიუღებელია

მარშალ პრესი 21/11/2024
mamuka mdinaradze

თუ ჩვენ არ გავიწვევთ „გამჭვირვალობის კანონსა“ და ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონს, უარს არ ვიტყვით გამჭვირვალობასა და ლგბტ პროპაგანდის აკრძალვაზე, გვემუქრებიან, რომ ევროკავშირის წევრები ვერ გავხდებით, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, ამ საკითხებზე ქართველების მკაფიო დამოკიდებულებაზე ასეთი შანტაჟის ენით საუბარი მიუღებელია.

„თუ ჩვენ არ გავიწვევთ „გამჭვირვალობის კანონსა“ და ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონს, უარს არ ვიტყვით გამჭვირვალობასა და ლგბტ პროპაგანდის აკრძალვაზე, გვემუქრებიან, რომ ჩვენ ევროკავშირის წევრები ვერ გავხდებით. ასეთი მოცემულობა ჩვენთვის არა თუ მიუღებელია, ასეთი შანტაჟის ენით საუბარი ქართველების მკაფიო დამოკიდებულებაზე, უარის თქმასთან დაკავშირებით არის გამორიცხული შედეგთან მიმართებაში.

უფრო მარტივად რომ ვთქვა, თუ ჩვენ ვიღაც გვეტყვის, რომ ბავშვებში დაუშვით ლგბტ პროპაგანდა, თორემ არ მიგიღებთ ევროკავშირში, ჩვენ ჯიუტად ბოლომდე ვიტყვით, რომ ჩვენთვის არსებობს წითელი ხაზები და გვირჩევნია დაველოდოთ ხვალინდელ დღეს, თუნდაც გაგვიჭიანურდეს პროცესი“, – აღნიშნა მდინარაძემ.

Post navigation

Previous: „ქართული ოცნების“ პრემიერობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე იქნება, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილია შალვა პაპუაშვილი
Next: როგორც ქვეყნის, ასევე თსუ-ს მართვა სურს უმცირესობას, თსუ-ს 2700-მდე პროფესორ- მასწავლებლიდან რექტორის გადადგომას ითხოვს მხოლოდ 470 პროფესორი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.