Skip to content
08/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ჩემი სოლიდარობა ტელეკომპანია “იმედს” და მეგი ნარსავიძეს – გამორჩეულ და უწესიერეს ჟურნალისტს! ვნახოთ ვინ და რამდენი დაგმობს ორკების ამ ფაშისტურ თავდასხმას!

მარშალ პრესი 19/11/2024
mamuka mdinaradze

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, ტელეკომპანია “იმედის” გადამღები ჯგუფის მიმართ რადიკალური ოპოზიციის აქციაზე მყოფების მხრიდან თავდასხმას და უმძიმეს შეურაცხყოფებს, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

მდინარაძე სოლიდარობას უცხადებს “იმედს” და ჟურნალისტ მეგი ნარსავიძეს, ასევე აღნიშნავს, რომ საინტერესოა, თუ ვინ დაგმობს ოპოზიციის აქტივისტების ამ ფაშისტურ თავდასხმას.

“ჩემი სოლიდარობა ტელეკომპანია “იმედს” და მეგი ნარსავიძეს – გამორჩეულ და უწესიერეს ჟურნალისტს!
ვნახოთ ვინ და რამდენი დაგმობს ორკების ამ ფაშისტურ თავდასხმას!..” – წერს მამუკა მდინარაძე.

ტელეკომპანია „იმედმა“ უსაფრთხოების მიზნით საპროტესტო აქციიდან გადამღები ჯგუფების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო, ვინაიდან შეუძლებელი გახდა ადგილზე მუშაობა. დაზიანებულია „იმედის“ ტექნიკა, უმძიმეს შეურაცხყოფას აყენებდნენ ჟურნალისტებს. მეგი ნარსავიძეს და მასთან ერთად მომუშავე ოპერატორს რადიკალებმა წყალი შეასხეს.

Post navigation

Previous: ამ ჯგუფის მთავარი მიზანი საქართველოს ჩამოქცევაა – მაია ბითაძე ოპოზიციაზე
Next: ირაკლი კობახიძე საქართველოს 21-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ულოცავს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.