Skip to content
27/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ამ ჯგუფის მთავარი მიზანი საქართველოს ჩამოქცევაა – მაია ბითაძე ოპოზიციაზე

მარშალ პრესი 19/11/2024
maia bitadze

ამ ჯგუფის მთავარი მიზანია ამ ქვეყნის ჩამოქცევა, ამაზე მიუთითებს ყველა ის მოღალატეობრივი ქმედება და ახლა უკვე ჯაშუშობრივი ქმედება, აი იმ წერილის სახით, რომელიც ჩვენმა რადიკალებმა გაუგზავნეს ევროკავშირს, რომლის მთავარი მიზანია ამ ქვეყნის სუვერენიტეტის მოსპობა.

ამას საქართველოს მოსახლეობამ 26 ოქტომბერს პასუხი გასცა და სწორედ ამის შედეგია მათი ის ისტერიკა, რომელსაც დღეს ჩვენ თბილისის ქუჩებში ვაკვირდებით, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს, რომ წყობიდან გამოიყვანონ თბილისის მოსახლეობა- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

ბითაძის თქმით, ჯაშუშობრივი და მოღალატეობრივია ოთხი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაგზავნილი საიდუმლო წერილი ბრიუსელში, რომლითაც პირდაპირ ითხოვდნენ საქართველოს სუვერენიტეტის მოშლას.

„განსაკუთრებით გამძაფრდა რადიკალების ისტერიკა მას შემდეგ, რაც მათ ვერ მიიღეს ის გზავნილები დასავლეთის სახელმწიფოების მხრიდან და ასევე, აშშ-ს მხრიდან, რითაც ისინი ატყუებდნენ საქართველოს მოსახლეობას, ანუ ისინი ამბობდნენ, რომ საქართველო დაისჯება, ინდივიდუალური სანქციები იქნება, მათ გზავნილები ვერ მიიღეს და ვერც მიიღებდნენ, იმ გზავნილებს რისი სურვილიც ჰქონდათ, შესაბამისად ეს აღმავალი დინამიკა მათი ისტერიკის აი ამ გზავნილების შერბილების და უფრო კონსტრუქციულ რეჟიმში გადატანით არის გამოწვეული, მე ვერ ვიტყოდი, რომ ადეკვატური იყო ის საპასუხო გზავნილი ევროკავშირის მინისტრთა შეხვედრის შემდგომ ჯაშუშობრივი და მოღალატეობრივი წერილისა, რომელიც ჩვენმა ოთხმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაუგზავნა ევროკავშირს, სადაც პირდაპირ ითხოვდნენ ქვეყნის სუვერენიტეტის მოშლას მსგავსი წერილი, ალბათ, 21-ე საუკუნეში არ მოიპოვება და ალბათ ისტორიას შემორჩება ეს წერილი როგორც სამარცხვინო, უნიკალური ნიმუში იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს რომელიმე ქვეყნის მოქალაქე. მიუხედავად ამ წერილისა მათ ვერ მიიღეს ის გზავნილები და ის პასუხი ევროკავშირის მხრიდან, იმისთვის რომ მათ სურდათ დაენგრიათ ეს ქვეყანა. სამაგიეროდ ჩვენ მოვისმინეთ ის, რაც მოვისმინეთ ევროკავშირის მხრიდან რაღაც უცნაური მისია, რომელიც უნდა მოგვევლინოს და გაურკვეველია რა უნდა შეისწავლოს, იმიტომ რომ, ევროკავშირს აქ წარმომადგენლობა ჰყავს, რომელიც წლებია ფუნქციონირებს და ბატონი ელჩი ლამის „ქართულ ოცნებაზე“ კარგად არის ინფორმირებული, როგორც არჩევნების შედეგების, ასევე, საქართველოს მოსახლეობის განწყობების შესახებ,“- განაცხადა მაია ბითაძემ.

Post navigation

Previous: ბორელი ალბათ იმიტომ არ უფრთხილდება რეპუტაციას და ორმაგი სტანდარტებით უდგება საქართველოს, რომ მალე პენსიაზე გასვლა მოუწევს და ფიქრობს, მაქსიმალურად შეასრულოს მიღებული დავალება
Next: ჩემი სოლიდარობა ტელეკომპანია “იმედს” და მეგი ნარსავიძეს – გამორჩეულ და უწესიერეს ჟურნალისტს! ვნახოთ ვინ და რამდენი დაგმობს ორკების ამ ფაშისტურ თავდასხმას!

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.