Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: თუ ისინი, ამ სცენარში მონაწილეობაზე, უარს იტყვიან და ამას გააკეთებენ ღია ფორმებით და შემდეგ, გეგმის ნაწილი არ გახდებიან, ეს გეგმა თავის თავს ამოწურავს

მარშალ პრესი 05/06/2022
მამუკა მდინარაძე

,,თუ ისინი, ამ სცენარში მონაწილეობაზე უარს იტყვიან, ანუ ქართულ ოპოზიციაზე ვსაუბრობ, და ამას გააკეთებენ საჯარო ფორმით, მათ ლობისტებთან კომუნიკაციის დროს და შემდეგ, გეგმის ნაწილი არ გახდებიან და ამას წინასწარ დააფიქსირებენ, ეს გეგმა საერთოდ თავის თავს ამოწურავს,’’ – განაცხადა ,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემა ,,იმედის კვირაში’’ ოპოზიციის ანტიქართული და ანტიევროპული გეგმის შესახებ საუბრისას.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ოპოზიცია, ვინც ამ ყველაფერს გეგმას და ეს ყველაფერი მეორე ფრონტამდე მიყავს, ამ გეგმაზე ხელს აიღებენ, ეს იქნება გარანტია, რომ საერთოდ არ ვინერვიულოთ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ არა.

,,გეგმა ვერ იარსებებს და ბუნებრივია, თუ დასაყრდენი ვიღაც ლობისტი, ცალკეული ჯგუფი, თუ ადამიანი, ვინც ამ ყველაფერს გეგმავს და ეს ყველაფერი მეორე ფრონტამდე მიყავს, საერთოდ, ხელს აიღებს ამ გეგმის განხორციელებაზე, ეს იქნება ერთ-ერთი და, რა თქმა უნდა, არა ერთადერთი გარანტია საიმისოდ, რომ საერთოდ არ ვინერვიულოთ იმ თემაზე, იმ უტოპიაზე, რომლის მიხედვითაც შეიძლება, უკრაინამ და მოლდოვამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და საქართველომ – ვერა,’’ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Post navigation

Previous: ხალხი ბრძენია, ყველაფერს ხედავს. მიხვდა, რომ ამ აქციის მიღმა “ნაცების” კვალი იყო. ამ უკანასკნელთ სურდათ მასობრივი შეკრების ორგანიზება, მაგრამ, ჩვეულებისამებრ, ვერ გამოუვიდათ
Next: დაკა დედამოუა “პირველის” ეთერში – გაერთიანებულმა ოპოზიციამ ერთმანეთი წიხლსქვეშ გაიფინეს (ვიდეო)

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.