Skip to content
06/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

იუსტიციის სამინისტრო მორიგ საგრანტო კონკურსს აცხადებს

მარშალ პრესი 11/11/2024
img_1_1731324120515

იუსტიციის სამინისტრო მორიგ საგრანტო კონკურსს აცხადებს. კონკურსის მიზანი იუსტიციის სამინისტროს სისტემის საქმიანობაში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობა და სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერაა.

პროგრამის პრიორიტეტული მიმართულებებია:

სამინისტროს სისტემაში ინოვაციური სერვისების დანერგვის ხელშეწყობა;

ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერება;

სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცება.

პროგრამისთვის განკუთვნილი თანხა ნახევარი მილიონი ლარია, დაფინანსების

მაქსიმალური ოდენობა თითოეული გამარჯვებული პროექტისათვის კი, 30 000 ლარს შეადგენს.

საგრანტო წინადადებების წარდგენა შეუძლიათ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებსა და ფიზიკურ პირებს მხოლოდ ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: grant@justice.gov.ge.

განაცხადების მიღება 11 ნოემბერს დაიწყო. საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 1 დეკემბერი.

იუსტიციის სამინისტრო საგრანტო კონკურსს ყოველწლიურად აცხადებს. 2021-2024 წლებში უწყებამ 48 პროექტი, ჯამში, 1 080 619 ლარი დააფინანსა.

სამინისტროს წარმომადგენლები პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგსა და მხარდაჭერას რეგულარულად ახორციელებენ.

 

Post navigation

Previous: ევროკავშირის რვა ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების საქართველოში ვიზიტი არ ემსახურება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს
Next: ევროპარლამენტარების ნაწილი ქართველ ხალხს ეუბნება – არ გინდათ დემოკრატია, არ დაიცვათ კანონის უზენაესობა, ამის ნაცვლად დაგვიჯერეთ ჩვენ, რადგან ჩვენ ოპოზიცია მოგვწონსო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.