დღეს ბალტიის ზღვაში ნატოს ყოველწლიური სამხედრო საზღვაო სწავლება „ბალტოპს 22“ იწყება.
მასში ალიანსის 14 წევრთან ერთად შვედეთი და ფინეთიც მონაწილეობენ. სწავლება 17 ივნისამდე გაგრძელდება და მასში 7 ათასზე მეტი მეზღვაური, მფრინავი და საზღვაო ქვეითი მიიღებს მონაწილეობას. მანევრებში ჩართულია 75 თვითმფრინავი და 45 ხომალდი. ბალტიის ზღვაში ნატოს წვრთნა 1972 წლიდან ტარდება.
