Skip to content
08/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

მცხეთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის განახლება აქტიურად მიმდინარეობს

მარშალ პრესი 08/11/2024
Capture

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ და მერის მოადგილე თამაზ ფოლოდაშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში საგზაო ინფრასტრუქტურის მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები დაათვალიერეს

სოფელ წინამძღვრიანთკარში, შიდასაუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოებს მერიის კონტრაქტორი კომპანია აწარმოებს. სახელშეკრულებო თანხა 207 776 ლარს შეადგენს.

შიდასაუბნო გზების ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები დასრულდა სოფლებში ზაქაროსა და ბიწმენდში, რომლებიც რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა.

სამუშაოები მერიის კონტრაქტორმა კომპანიებმა განახორციელეს, ზაქაროში სახელშეკრულებო თანხით 410969 ლარი, ხოლო ბიწმენდში – სახელშეკრულებო ღირებულებით 245298 ლარი.

Post navigation

Previous: თავიანთი ჭკუით აღმოჩენა გააკეთეს, ფარულობა ირღვეოდაო. დარბიან სასამართლოებში ატარებენ ექსპერიმენტებს ასე უნდა შეაცურონ ბიულეტენი თუ ისე, ზომავენ კონვერტებს, მაგრამ არაფერი არ გამოსდით კრახი კრახზე აქვთ
Next: „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონებთან დაკავშირებით თუ ვინმეს აქვს პრეტენზიები, მაშინ კონკრეტულად უნდა გვითხრას, რა არ მოსწონს, რომელი მუხლი, საჭიროა არგუმენტები

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.