Skip to content
08/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობს და რადიკალური ოპოზიცია აქ, აქციაზე კი არა, სასეირნოდაც ვერ იკრიბება

მარშალ პრესი 08/11/2024
rati ionatamishvili

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ბუდაპეშტში, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ვიზიტთან დაკავშირებით ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ იჯდა საქართველოს პრემიერი გერმანიის კანცლერსა და საფრანგეთის პრეზიდენტს შორის.

როგორც იონათამიშვილი აღნიშნავს, ამ ფაქტითაც კარგად ჩანს, რომ სასოწარკვეთილ ოპოზიციას მთელი თავისი პროპაგანდა წამიერ სიცრუეზე და დეზინფორმაციაზე აქვთ აგებული.

“სასოწარკვეთილ ოპოზიციას მთელი თავისი პროპაგანდა, რომ წამიერ სიცრუეზე და დეზინფორმაციაზე აქვთ აგებული, ამ ფაქტითაც კარგად ჩანს – როგორც მეორე ფოტოზე ვხედავთ, შოლცი მაკრონის გვერდით კი არა, მწკრივშიც არსად ზის და არც North Macedonia უნდა იყოს ანბანით France-ზე წინ (შენიშვნა: მაკრონი ზუსტად ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერისა და ნატოს გენერალური მდივნის შუაში ზის).

რეალობა კი ის არის, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობს, ანუ სამიტი – სახელმწიფოების, მთავრობათა მეთაურების შეხვედრაზე და რადიკალური ოპოზიცია აქ, აქციაზე კი არა, სასეირნოდაც ვერ იკრიბება.”- წერს იონათამიშვილი სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: მიმდინარეობს ბრძოლა ცივილიზაციასა და ანტიცივილიზაციას შორის და ამ ბრძოლაში ჩვენს სამშობლოს, სარწმუნოებასა და ღირებულებებს სავაჭროდ არ გავხდით
Next: თავიანთი ჭკუით აღმოჩენა გააკეთეს, ფარულობა ირღვეოდაო. დარბიან სასამართლოებში ატარებენ ექსპერიმენტებს ასე უნდა შეაცურონ ბიულეტენი თუ ისე, ზომავენ კონვერტებს, მაგრამ არაფერი არ გამოსდით კრახი კრახზე აქვთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.