Skip to content
09/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

რა დააშავეს იმ ადამიანებმა, ვინც დღეს სხვადასხვა დანაშაულის გამო იხდის სასჯელს? ყველა ასე იტყვის – არ ვენდობიო პროკურატურას, არ მისცემენ ჩვენებას და დასხდებიან სახლში, არ აგებენ პასუხს დანაშაულზე

მარშალ პრესი 05/11/2024
zaal mikeladze

პარლამენტის წევრი, დეპუტატი ზაალ მიქელაძე რადიკალური ოპოზიციის გეგმებს ეხმიანება.

„მათი [ოპოზიციის] განწყობები რა არის? რომ მიშა გამოვუშვათ და დავსვათ ამ ქვეყნის ლიდერად? ის იყო მათი დემოკრატიის შუქურა“- აღნიშნა დეპუტატმა და განმარტა, რომ სასაცილოა, როდესაც ოპოზიციას რაღაცის თქმა არ უნდა და მაშინ უცხადებს უნდობლობას სამართალდამცავ უწყებებს.

ზაალ მიქელაძის თქმით, რადიკალური ოპოზიციის მსგავსად შეიძლება ნებისმიერი მსჯავრდებული მოიქცეს – უნდობლობა გამოუცხადოს სახელმწიფო უწყებებს, არ ითანამშრომლოს, ჩვენება არ მისცეს და არც სასჯელი მოიხადოს.

დეპუტატი ნაცმოძრაობის რეჟიმის დროინდელ სამართალდამცავ სტრუქტურებსაც ეხმიანება. მისი თქმით, სააკაშვილის რეჟიმის დროს, ციხეებსა თუ ციხეებს გარეთ, ერთი ადამიანის ახირების გამო კლავდნენ ხალხს.

„სასაცილოდ არ გეჩვენებათ, როცა რაღაცის თქმა არ უნდათ და უნდობლობას უცხადებენ სამართალდამცავ უწყებებს? ვერ გავიგე, რა დააშავეს იმ ადამიანებმა, ვინც დღეს სხვადასხვა დანაშაულის გამო იხდის სასჯელს? ყველა მაგას იტყვის – არ ვენდობი დღევანდელ პოლიციას, სასამართლოს, პროკურატურასო და დასხდებიან სახლში და არ აგებენ არაფერზე პასუხს იმიტომ, რომ არ ენდობიან უწყებებს და არ მისცემენ ჩვენებას. ეს არის სახელმწიფო?

მათი [ოპოზიციის] სურვილია, რომ მიშა გამოვუშვათ და დავსვათ ამ ქვეყნის ლიდერად? ის იყო მათი დემოკრატიის შუქურა. რაზე ბრაზობენ და რაზე არიან გადასული ჭკუიდან? აჩვენებენ მთელს მსოფლიოს – აი რა აღმოჩენა გვაქვს ქვეყანაშიო და თურმე ეს აღმოჩენა იყო ის უბედურებები, რაც ერთად გავიარეთ – ის, რაც ხდებოდა ციხეში თუ ციხის გარეთ, ვიღაცის ერთი ახირების გამო. კარგად ქეიფის დროს შეიძლებოდა ვიღაცაზე თითი დაედოთ და მოეკლათ,“- აღნიშნა ზაალ მიქელაძემ

Post navigation

Previous: მარტო მოსამართლე ხუჭუა რომ იყოს ჩაბუდებული საჯარო სამსახურში, პრობლემა არ იქნებოდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბევრნი არიან – ნაადრევია რადიკალური ოპოზიციის სიხარული, წინ სააპელაციო სასამართლოა
Next: არჩევნების შეფასებისას მხოლოდ იმის გამო არ ითქვა სიტყვები free (თავისუფალი) და fair (სამართლიანი), რომ არჩევნების შეფასებისას ეს პრაქტიკა გამოირიცხა და ამ სიტყვებს აღარავინ იყენებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.