Skip to content
09/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მარტო მოსამართლე ხუჭუა რომ იყოს ჩაბუდებული საჯარო სამსახურში, პრობლემა არ იქნებოდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბევრნი არიან – ნაადრევია რადიკალური ოპოზიციის სიხარული, წინ სააპელაციო სასამართლოა

მარშალ პრესი 05/11/2024
nino pochkhua

მარტო მოსამართლე ხუჭუა რომ იყოს ჩაბუდებული საჯარო სამსახურში, პრობლემა არ იქნებოდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ ბევრნი არიან და ელოდებიან საჭირო მომენტს, რათა გარედან მიღებული ბრძანება შეასრულონ, – წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას შესახებ, რომელმაც 12 უბნის საარჩევნო მონაცემები გააბათილა.

ფოჩხუას თქმით, რადიკალური ოპოზიციის სიხარული ნაადრევია, ვინაიდან წინ სააპელაციო სასამართლოს განხილვაა. მისივე განცხადებით, ვერც მოსამართლე ხუჭუა და ვერც ქვეყნის სხვა მოღალატეები, ვერ მოახერხებენ აქციებისთვის მუხტის შეძენას.

“მარტო მოსამართლე ხუჭუა რომ იყოს ჩაბუდებული საჯარო სამსახურში, პრობლემა არ იქნებოდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ ბევრნი არიან და ელოდებიან საჭირო მომენტს, რათა გარედან მიღებული ბრძანება შეასრულონ.

ნაადრევია რადიკალური ოპოზიციის სიხარული, წინ სააპელაციო სასამართლოა და დარწმუნებული ვარ ამ ცრუ გადაწყვეტილებას გააცამტვერებს.

და კიდევ, ვერც უღირსი მოსამართლე ხუჭუა და ვერც სხვა დანარჩენი ქვეყნის მოღალატე აქტორები აქციების მუხტს ვერ აწევენ და ვერც მიაღწევენ მიზანს ხელისუფლებაში დაბრუნების, რადგან მათ მხარეს არც ღირსებაა, არც სამშობლოს სიყვარული და რაც მთავარია არც სიმართლე.” – წერს ფოჩხუა Facebook-ზე.

Post navigation

Previous: ელისაშვილმა მოსამართლე ხუჭუას გადაწყვეტილება წინასწარ იცოდა, მან განაჩენის გამოცხადებამდე ერთი საათით ადრე, ინტერვიუში თქვა გადაწყვეტილების შინაარსი. დარღვეულია სასამართლოს საიდუმლოება
Next: რა დააშავეს იმ ადამიანებმა, ვინც დღეს სხვადასხვა დანაშაულის გამო იხდის სასჯელს? ყველა ასე იტყვის – არ ვენდობიო პროკურატურას, არ მისცემენ ჩვენებას და დასხდებიან სახლში, არ აგებენ პასუხს დანაშაულზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.