Skip to content
20/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ხელვაჩაურის სასპორტო სკოლაში გაიმართა, ავღანეთში დაღუპული მინდია აბაშიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი მინი ფეხბურთში

მარშალ პრესი 05/11/2024
10
ხელვაჩაურის სასპორტო სკოლაში გაიმართა, ავღანეთში დაღუპული მინდია აბაშიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი მინი ფეხბურთში.
შეჯიბრში 2014-2015 წელს დაბადებული ფეხბურთელებისგან შემდგარი 6 გუნდი მონაწილეობდა. საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
I ადგილი – ხელვაჩაურის საჯარო სკოლა
II ადგილი – თხილნარის #1 საჯარო სკოლა
III ადგილი – ახალსოფლის საჯარო სკოლა
ტურნირის მონაწილე და გამარჯვებულ გუნდებს მედლები, თასები და სიგელები გადაეცათ, გამოვლინდა ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი, საუკეთესო ბომბარდირი, საუკეთესო მეკარე და ყველაზე პერსპექტიული ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელთაც ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.
ტურნირში გამარჯვებული გუნდები, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლებისა და კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა, ქეთევან დევაძემ, მინდია აბაშიძის ძმამ და მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს.
მინდია აბაშიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი შეჯიბრი -“ხელვაჩაურის ღია პირველობა მინი ფეხბურთში”, მიზნად ისახავს გმირი ჯარისკაცის ხსოვნის უკვდავყოფას, მინდია აბაშიძე, მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის, საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო. ის 2012 წელს ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულებისას დაიღუპა.

Continue Reading

Previous: დავით ჩიხელიძე მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუაზე: მსგავსი მნიშვნელობის საქმე, მხარემ არ უნდა განიხილოს, რადგან ფაქტი სახეზეა, ვლადიმერის მეუღლე ოპოზიციას წარმოადგენს
Next: როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ევროინტეგრაციაზე, როგორც დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესზე, ეს პრინციპი არ უნდა იქნას გამოყენებული შერჩევითად. საქართველოს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, დაიწყოს მოლაპარაკებების პროცესი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025