Skip to content
16/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მის მიერ ბრიფინგზე წარმოდგენილ პრეზენტაციაში, ერთ-ერთ სლაიდზე გამოყენებულ საქართველოს რუკასთან დაკავშირებით ოპოზიციის სპეკულაციებს ეხმიანება

მარშალ პრესი 04/11/2024
988'

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მის მიერ ბრიფინგზე წარმოდგენილ პრეზენტაციაში, ერთ-ერთ სლაიდზე გამოყენებულ საქართველოს რუკასთან დაკავშირებით ოპოზიციის სპეკულაციებს ეხმიანება.

პაპუაშვილი მისი პრეზენტაციიდან შემდეგ სლაიდს აზიარებს, რომელზეც ჩანს რომ ოპოზიციას არცერთ ოლქში დელეგატი არ დაუსახელებია და წერს, რომ თუ დავუჯერებთ ფსევდორელიგიური ფანატიკოსების აღქმებს, ამ სლაიდის მიხედვით საქართველო სრულად აღუგავია პირისაგან მიწისა.


„თუ დავუჯერებთ ფსევდორელიგიური ფანატიკოსების აღქმებს და ტელევიზორებს, შემდეგ სლაიდზე, რომელზეც ჩანს რომ ოპოზიციას არცერთ ოლქში დელეგატი არ დაუსახელებია, საქართველო სრულად აღმიგვია პირისაგან მიწისა.
და ამათ ვინმე დაარწმუნებს, რომ არჩევნები არ გაყალბდა. ფაქტობრივად ტოტემების მსხვრევის ტოლფასი იქნებოდა მათთვის.

P.S. ეს საარჩევნო ოლქების რუკაა, რეგიონების რუკაც კი არ არის. ეს ოპოზიცია საერთოდ არჩევნებში სად მონაწილეობდა, ეგ თუ იციან, უკვე ეგ კითხვაც მიჩნდება“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

Post navigation

Previous: მთელი პარტია ემსახურებით “ნაცებს”, რომლებმაც ტერიტორიები რუსეთს ჩააბარეს, ხელი მოუწერეს ომის დაწყებაზე და საკუთარ სამხედროებს ომის დანაშაული დააბრალეს, რუკაზე “ფეიკსაც” თქვენ და “ნაცები”კოორდინირებულად ავრცელებთ
Next: განსაცვიფრებელია რომ აშშ-ის გარკვეულ შტატებში ხმის მისაცემად არ გჭირდებათ პირადობის მოწმობა, ბიბლიოთეკის ბარათიც კი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.