Skip to content
16/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მთელი პარტია ემსახურებით “ნაცებს”, რომლებმაც ტერიტორიები რუსეთს ჩააბარეს, ხელი მოუწერეს ომის დაწყებაზე და საკუთარ სამხედროებს ომის დანაშაული დააბრალეს, რუკაზე “ფეიკსაც” თქვენ და “ნაცები”კოორდინირებულად ავრცელებთ

მარშალ პრესი 04/11/2024
mamuka mdinaradze2

არ ვწერ-ხოლმე კომენტარებს, მაგრამ იყოს ეს ერთი, საგამონაკლისოდ – ეს ფეიკი გახარიაც რა უშუალო ყოფილა. ახლა სერიოზულად: კი, არავითარი ანუ, თქვენ, მთელი პარტია ემსახურებით “ნაცებს”, – ასე უპასუხა “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, “გახარიას” პარტიის წევრის, კახაბერ ქემოკლიძის მიერ სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტარს:

“მე ვარ რუსეთისთვის ტერიტორიების ჩამბარებელი და შენ ხარ ჩვენი ტერიტორიების დამცველი?! ამის თქმა გინდა ანუ?!” მდინარაძის განცხადებით, გახარიას პარტია ემსახურება “ნაციონალურ მოძრაობას”, რომელმაც საქართველოს ტერიტორიები რუსეთს ჩააბარა, ხელი მოუწერა ომის დაწყებაზე და საკუთარ სამხედროებს ომის დანაშაულიც დააბრალა.

მისი თქმით, ასევე კოორდინირებულად ავრცელებს ორივე პარტია, შალვა პაპუაშვილის მიერ ბრიფინგზე გამოყენებული საქართველოს რუკის შესახებ ყალბ ინფორმაციასაც.

“არ ვწერ-ხოლმე კომენტარებს, მაგრამ იყოს ეს ერთი, საგამონაკლისოდ – ეს ფეიკი გახარიაც რა უშუალო ყოფილა. ახლა სერიოზულად: კი, არავითარი ანუ, თქვენ, მთელი პარტია ემსახურებით ნაცებს, რომლებმაც ტერიტორიები რუსეთს ჩააბარეს, ხელი მოუწერეს ომის დაწყებაზე და საკუთარ სამხედროებს ომის დანაშაული დააბრალეს. რუკაზე ფეიკსაც თქვენ და ნაცები წამების და წუთების განსხვავებით, კოორდინირებულად ავრცელებთ.” – წერს მამუკა მდინარაძე.

Post navigation

Previous: პრეზიდენტად მაია სანდუს ხელახლა არჩევა აჩენს უამრავ შეკითხვას მის სრულყოფილ ლეგიტიმურობაზე – სამშობლოში წააგო, გაიმარჯვა ემიგრაციის ხარჯზე
Next: პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მის მიერ ბრიფინგზე წარმოდგენილ პრეზენტაციაში, ერთ-ერთ სლაიდზე გამოყენებულ საქართველოს რუკასთან დაკავშირებით ოპოზიციის სპეკულაციებს ეხმიანება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.