Skip to content
17/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მოლდოველი ემიგრანტები გახდნენ ეფექტური პოლიტიკური ინსტრუმენტი – ქვეყნის არჩევნების შედეგის განმკარგველები, საქართველოში ეს სქემა ვერ აამუშავეს, თუმცა, შეეცდებიან აქ თავიანთი აგენტურის გამარჯვებას მიაღწიონ, ოპოზიციის მიტინგებზე დიდი ფსონი იქნება დადებული

მარშალ პრესი 04/11/2024
zaal anjaparidze

მოლდოვაში სანდუს გამარჯვება იყო სრულიად პროგნოზირებადი შედეგი. დასავლეთი სანდუს არ დათმობდა. დაფიქსირდა საინტერესო ფენომენი – ევროპაში მცხოვრები მოლდოველი ემიგრანტები გახდნენ ეფექტური პოლიტიკური ინსტრუმენტი – ფაქტობრივად ქვეყნის არჩევნების შედეგის განმკარგველები, – წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, საქართველოში მოლდოვის სცენარი, დიდი მცდელობის მიუხედავად, ვერ აამუშავეს, თუმცა, მაინც შეეცდებიან მოლდოვის მსგავსად, აქაც გაამარჯვებინონ აგენტურას. აქედან გამომდინარე, ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციის მიტინგებზე ფსონი დიდი იქნება.

“მოლდოვაში სანდუს გამარჯვება იყო სრულიად პროგნოზირებადი შედეგი. დასავლეთი სანდუს არ დათმობდა. დაფიქსირდა საინტერესო ფენომენი – ევროპაში მცხოვრები მოლდოველი ემიგრანტები გახდნენ ეფექტური პოლიტიკური ინსტრუმენტი – ფაქტობრივად ქვეყნის არჩევნების შედეგის განმკარგველები. ვინმე დააკვირდა მათი ხმების მიცემას?

საქართველოში ეს სქემა, დიდი მცდელობების მიუხედავად, ვერ აამუშავეს. თუმცა, მოლდოვაში მიღწეულით გულმოცემულები შეეცდებიან საქართველოშიც მიაღწიონ აქ თავიანთი აგენტურის გამარჯვებას. შესაბამისად, ოპოზიციის მიტინგებზე დიდი ფსონი იქნება დადებული ყველანაირ განზომილებაში – ფინანსურიდან დაწყებული პოლიტიკურით დამთავრებული. ამას ყველაფერს ვნახავთ,” – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

Post navigation

Previous: დღეს ჩვენს სამშობლოს უნიკალური შანსი მიეცემა. როდესაც ნაცთა გვარამი კარვებს დასცემს – სოსო მანჯავიძე
Next: დავით ქართველიშვილი კალიფორნიაში რესპუბლიკელთა შტაბის ერთ-ერთ წევრთან საუბრის შემდეგ დარწმუნებულია, რომ დემოკრატები აგებენ და ამის დამალვას ცდილობენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.