Skip to content
17/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დღეს ჩვენს სამშობლოს უნიკალური შანსი მიეცემა. როდესაც ნაცთა გვარამი კარვებს დასცემს – სოსო მანჯავიძე

მარშალ პრესი 04/11/2024
soso manjavidze

დღეს ჩვენს სამშობლოს უნიკალური შანსი მიეცემა. როდესაც ნაცთა გვარამი კარვებს დასცემს და რუს ოლიგარქზე ლაშქრობის გეგმას ამცნობს ლაშქარს, იქ, იმ ევროპულ კარვებში მადამ პღეზიდანი, იგივე სალომე ბონაპარტე უნდა დაბანაკდეს.“- ასე ეხმიანება სოსო მანჯავიძე ოპოზიციის დაანონსებულ საპროტესტო აქციებს, რომელიც 4 ნოემბრიდან იწყება.

“ეს ევროპაწართმეულთ მისცემს გარანტიას, რომ არავითარი ძიალოგიო, ძიალოგიო მოდიო, მოვილაპარაკოთო, ძიალოგიო-არ იქნება.

თანაც ევროპა გაოცდება-მოქმედი პრეზიდენტი, რომელმაც 6 ევროპელ ლიდერს ერთ დღეში მისცა, და რომელმაც სადაც არ უნდა გათხაროს, ყველგან შეიძლება გათხაროს, ახლა კარავში აპროტესტებს არჩევნების გაყალბებას.
მსგავსი რამ კაცობრიობას არ ახსოვს.

ასევე მოვუწოდებ პროტესტანტებს-მარტო აკაცუკის, გონდორის, ჰარი პოტერის და ატრეიდების საგვარეულოს იმედზე ნუ იქნებიან.

ქვეყანას გუბაზ ულუ და გუბაზ ნარინი ჰყავდეს და აკაცუკის იმედზე იყოს?
ისინი დააყენეთ ელფების ჯარის სარდლებად! ან აქუსთან მისი ეთერი არ გინახავთ?

კაცმა თქვა, რომ ყველაფერი მას მოხვდა, რაც ქვეყანას ესროლეს.
მე 100 ნახმლევი, 30 ნაშუბარი, 50 ნატყვიარი და 20 ყუმბარის ნამსხვრევი ვიცოდი და ამას ყველაფერი თავის თავზე აუღია, აქუც დაეთანხმა თავისი მიკნავლებული ხმით-აბა რაო-მასაც აქვს გმირული ნახმლევი ერთ ადგილას.
ისე აქუს გუბაზის ომახი აკლია-ჭამოს მასავოთ ერთი ქვაბი ახალი ლობიო და გაუჩნდება.

ასეთ ომახს შრომა უნდა,. გარდა ამისა. აუცილებელია კოალიციებმა ცალ-ცალკე დასცენ კარვები და ევროატლანტიკური სწრაფვის აღსანიშნავად კარვები ვიგვამებს მიამგვანონ,

სასურველია, რომ თავზე არწივის ბუმბულებიანი თავსაბური დაიხურონ და ხელშიც ტომაჰავკები დაიჭირონ, თათბირები ჩიბუხის წევის თანხლებით ჩაატარონ, რიტუალური ცეკვები შეასრულონ.

ვინ იქნება სიუ, ვინ ნავახო, ვინ დელავერი და ვინაც- აიდახო თვითონ გადაწყვიტონ.
ისე, ალეკოს და მამუკას მართლაც ძალიან მოუხდებათ ინდიელების ჩაცმულობა-გამოხოხებული ჰურონების ბელადი მაგუაა ეს უკანასკნელი.”- წერს სოსო მანჯავიძე.

Post navigation

Previous: ოპოზიციის დღევანდელი მდგომარეობა დავით ქართველიშვილს ანეკდოტს ახსენებს
Next: მოლდოველი ემიგრანტები გახდნენ ეფექტური პოლიტიკური ინსტრუმენტი – ქვეყნის არჩევნების შედეგის განმკარგველები, საქართველოში ეს სქემა ვერ აამუშავეს, თუმცა, შეეცდებიან აქ თავიანთი აგენტურის გამარჯვებას მიაღწიონ, ოპოზიციის მიტინგებზე დიდი ფსონი იქნება დადებული

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.