Skip to content
28/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჯერჯერობით მხოლოდ ის გავიგეთ, რომ “სამართლიანი არჩევნების” პარალელური ხმის დათვლის მონაცემები ერთი-ერთში ემთხვევა ცესკო-ს მონაცემებს, წინა შემთხვევაში გააყალბეს, ახლა საერთოდ არ აქვეყნებენ, მსოფლიოში ერთიც უპრეცედენტო იყო და მეორეც

მარშალ პრესი 01/11/2024
mamuka mdinaradze

უკვე ექვსი დღე გავიდა არჩევნების შემდეგ და მაგალითად, სამართლიან არჩევნებს დღემდე არ გამოუქვეყნებია დოკუმენტი, რომელიც მათ შექმნეს, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ჯერჯერობით “სამართლიანი არჩევნების” დოკუმენტიდან მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ პარალელური ხმის დათვლის შედეგები ემთხვევა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებს, თუმცა, არის ბევრი დეტალი, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს.

“გავიგეთ ჯერჯერობით მხოლოდ ის, რომ მათი პარალელური ხმის დათვლის მონაცემები ემთხვევა ერთი-ერთში ცესკო-ს მონაცემებს, მაგრამ იქ არის უამრავი დეტალი, რაც აინტერესებს საზოგადოებას და ისინი სჩადიან უპრეცედენტო რამეს, რომ არ აქვეყნებენ წინა შემთხვევისგან განსხვავებით, თავის მონაცემებს. წინა შემთხვევაში გააყალბეს, ახლა საერთოდ არ აქვეყნებენ – მსოფლიოში ერთიც უპრეცედენტო იყო და მეორეც, როდესაც პარალელური ხმის დათვლის მონაცემები ჯერ ყალბდება წინა საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში, მეორე შემთხვევაში საერთოდ არ ქვეყნდება, იმიტომ რომ ასე მიაჩნიათ თურმე.” – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

Post navigation

Previous: არჩევნების დელეგიტიმაციის მცდელობას აქვს ერთი მარტივი მიზეზი – როცა ატყუებ საკუთარ ამომრჩეველს, მერე გიწევს თავის მართლება
Next: საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული რუსეთს და ინფორმაცია, რეალობა 40%-მდე აქვს ოკუპირებული ნაცაგენტურას – ორივე ოკუპაციაა, ერთი ობიექტურობის, მეორე ტერიტორიების

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.