Skip to content
28/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

არჩევნების დელეგიტიმაციის მცდელობას აქვს ერთი მარტივი მიზეზი – როცა ატყუებ საკუთარ ამომრჩეველს, მერე გიწევს თავის მართლება

მარშალ პრესი 01/11/2024
irakli kobakhidze

არჩევნების დელეგიტიმაციის მცდელობას აქვს ერთი მარტივი მიზეზი – არ შეიძლება, ასე უხეშად ატყუებდე ხალხს და საკუთარ ამომრჩეველს, რადგან არჩევნების მეორე დღეს გიწევს, თვალებში ჩახედო საკუთარ მხარდამჭერებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა.

პრემიერის თქმით, ამომრჩევლის მოტყუების გამო ოპოზიციას უწევს საკუთარი ამომრჩევლის წინაშე თავის მართლება და ამის ერთადერთი საშუალება მათთვის არარსებულ გაყალბებაზე საუბარია.

„სალომე ზურაბიშვილი ამბობდა, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა იყო 20-25%, უფრო მაღალ შედეგებს წინასწარმეტყველებდა ჩვენთვის ოპოზიცია, ისინი ამბობდნენ 30-35%-ს. სინამდვილეში მათ ძალიან კარგად იცოდნენ, როგორი იყო საერთო სურათი. როცა ასე ატყუებ საკუთარ ამომრჩეველს, მერე გიწევს თავის მართლება და თავის მართლების ერთადერთი საშუალება მათთვის არის ის, რომ უნდა ისაუბრონ არარსებულ გაყალბებაზე. სინამდვილეში არავითარი არც ფაქტი, არც მინიშნება იმასთან დაკავშირებით, რომ არათუ გაყალბებაზეა საუბარი, არამედ ამ არჩევნებში რაიმა არსებითი ხარვეზი ყოფილიყო დადგენილი, არ არსებობს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ISFED-ს თავისივე ანგარიშით აქვს დადგენილი, რომ ამ არჩევნებს არავითარი სისტემური პრობლემა არ ჰქონია
Next: ჯერჯერობით მხოლოდ ის გავიგეთ, რომ “სამართლიანი არჩევნების” პარალელური ხმის დათვლის მონაცემები ერთი-ერთში ემთხვევა ცესკო-ს მონაცემებს, წინა შემთხვევაში გააყალბეს, ახლა საერთოდ არ აქვეყნებენ, მსოფლიოში ერთიც უპრეცედენტო იყო და მეორეც

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.