Skip to content
20/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოციალური სახლების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

მარშალ პრესი 29/10/2024
465028566_935725701943349_5467944697021239215_n

სოფელ კაპრეშუმში 9 სართულიანი, მრავალბინიანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სოციალური სახლის სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია, ამ ეტაპზე მიმდინარეობს შენობის მოწყობის შიდა სამუშაოები, სადაც საცხოვრებელი ფართი 90 ოჯახს გადაეცემა, პროექტის საერთო ღირებულება – 11 მლნ ლარი.

სოფელ ერგეში 11 სართულიანი საოციალური სახლის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, თანამედროვე სტანდარტების შენობა ადაპტირებულია შშმ პირთათვის, მშენებლობის დასრულების შემდეგ, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში 121 ოჯახი დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართით, პროექტის საერთო ღირებულება – 15 361 231 ლარი.

სოციალური სახლების მშენებლობა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძემ და ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების მიზნით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უკვე აშენდა 4 სოციალური სახლი. მათ შორის 3 სოფელ კაპრეშუმში და 1 ურეხის დასახლებაში. ჯამში საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდა 112 ეკომიგრანტი ოჯახი.

უახლოეს პერიოდში დაიწყება სოფელ სალიბაურში, კიდევ ერთი სოციალური სახლის მშენებლობა. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოციალური სახლების მშენებლობის დასრულების შემდეგ, საცხოვრებელი ფართით ჯამში 350-მდე ოჯახი დაკმაყოფილდება.

Continue Reading

Previous: ჩვეულებრივ, თუ მემარჯვენე პარტიები, კონსერვატორები იმარჯვებენ, ეს დემოკრატიის სისტემატური პრობლემაა, თუ ლიბერალები გაიმარჯვებენ, მაშინ ყველაფერი კარგადაა, მზე ანათებს – ეს ჩვენთვის ნაცნობი გრძნობაა
Next: ოპოზიციის შედეგი მოსალოდნელი იყო და ის აისახა საარჩევნო ელექტრონულ აპარატებზეც და მათ მიერ ქუჩაში შეკრებილი მოსახლეობის რაოდენობაზე. არჩევნების შემდეგაც იმ გზით მიდიან, რა სცენარითაც დაიწყეს მოქმედება არჩევნებამდე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025