Skip to content
08/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ხელვაჩურის მუნიციპალიტეტში, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ქვეპროგრამის „მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობა“ – ფარგლებში, სკების გაცემა დაიწყო

მარშალ პრესი 31/10/2024
465031282_937024061813513_1159245100197147336_n
ხელვაჩურის მუნიციპალიტეტში, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ქვეპროგრამის „მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობა“ – ფარგლებში, სკების გაცემა დაიწყო.
„მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის ფარგლებში მეფუტკრე ფერმერებს და სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივებს აგროსერვის ცენტრის 70 % -ანი თანადაფინანსებით გადაეცემათ დადაბლატის ტიპის 10 ჩარჩოიანი სკის კომპლექტი, ქვეპროგრამა ხორციელდება მეფუტკრეობის დარგის განვითარების, ფუტკრის ოჯახების გამრავლებისა და ამორტიზებული სკების ჩანაცვლების მიზნით.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში აღნიშნული პროგრამით გაიცემა 500-მდე ცალი სკა. პროგრამა ხორციელდება რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტეტში და ჯამში მეფუტკრე ფერმერებზე გაიცემა 2000 ერთეული სკა.
სკების განაწილების პროცესს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ქარცივაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე არჩილ ბერიძე, აგროსერვის ცენტრის დირექტორი რაულ თავართქილაძე და პროგრამის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

Continue Reading

Previous: გააუქმეთ ანტი ლგბტ და გამჭვირვალობის შესახებ კანონები და არჩევნებს გიღიარებთო – ანუ, თუ კაცები გათხოვდებიან საქართველოში, ის 300 000 ხმა აღარ იქნება გაყალბებული?
Next: თქვენ მართლა რძეს ხომ არ იწველებით? – ნანუკა ჟორჟოლიანი ოპოზიციას

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025