Skip to content
14/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გააუქმეთ ანტი ლგბტ და გამჭვირვალობის შესახებ კანონები და არჩევნებს გიღიარებთო – ანუ, თუ კაცები გათხოვდებიან საქართველოში, ის 300 000 ხმა აღარ იქნება გაყალბებული?

მარშალ პრესი 31/10/2024
guram macharashvili

„არ მწამს“, „აღქმა მაქვს, რომ გაყალბდა“, „დათვლა სწორი იყო, მაგრამ ტანით ვგრძნობ, რომ გაყალბდა“ , „ის ქალი იჯდა და იღიმოდა, მაგრამ ამ ღიმილში ზეწოლის ფაქტები იყო“ და ა.შ., რაღაც, რიტუალური პროცესები დაასახელა [არჩევნების „გაყალბების“] მიზეზად ოპოზიციამ, რის გამოც თურმე ცესკომ უნდა თქვას, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამის მტკიცებულებები არ არსებობს, თავიდან უნდა ჩატარდეს არჩევნებიო. ამ წრეში ტრიალებს ოპოზიცია და იმიტომ არის ასეთი შედეგების მქონეც“, – ამის შესახებ მედიასთან უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციამ ლოგიკური შედეგი მიიღო არჩევნებზე, როცა დამარცხდა, რადგან მთელი წინასაარჩევნო კამპანია ლგბტ დროშით ხელში გაატარა.

„აბა, სხვა რა შედეგებს ელოდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები, როცა მთელი წინასაარჩევნო კამპანია ლგბტ დროშა ხელიდან არ გაუშვეს? როცა ტრადიციების გინებას თავი არ დაანებეს? ეკლესიის ლანძღვას არ შეეშვნენ და არაფერი ქართული არ დატოვეს, რასაც კი შეეხნენ. ამიტომ, ისეთმა ხალხმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, მანამდე რომ არ მიუღიათ, რადგან ამისკენ თავად ოპოზიციამ და მათმა პატრონებმა უბიძგეს, კაცების გათხოვების მოთხოვნით.

არ გვინდა ეს კაცების გათხოვება, თუ ოპოზიციას უნდა, უნდა გათხოვდნენ და რაც უნდათ, ის აკეთონ. დღესაც იმავეს ამბობენ [ქვეყნის გარეთაც] – ოღონდ კაცები გაათხოვეთ და არჩევნებს ვაღიარებთო. ანუ, გააუქმეთ ანტი ლგბტ კანონიო, გააუქმეთ გამჭვირვალობის შესახებ კანონი, შავი ფული შემოგვატანინეთ და არჩევნებს გიღიარებთო. ანუ, თუ კაცები გათხოვდებიან საქართველოში, ის 300 000 ხმა აღარ იქნება გაყალბებული? ეს არის ის რეალობა, რასაც საქართველო არასდროს მიიღებს“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: ცესკოს ხელმძღვანელი პირები ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ
Next: ხელვაჩურის მუნიციპალიტეტში, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ქვეპროგრამის „მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობა“ – ფარგლებში, სკების გაცემა დაიწყო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.