Skip to content
12/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ველოდები როდის გამოვა ნინო ლომჯარია და იტყვის, რომ აზრი არ მოეკითხება და არავინ უნდა ენდოს

მარშალ პრესი 30/10/2024
nino-tsilosani-sesia

“ქართული ოცნების” დეპუტატი, ნინო წილოსანი, ნინო ლომჯარიას არჩევნებამდე გაკეთებულ განცხადებას აქვეყნებს, სადაც ის საუბრობს, რომ არჩევნების გაყალბება შეუძლებელია.

როგორც წილოსანი აღნიშნავს, ის ელოდება ლომჯარიას განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ან არავინ უნდა ენდოს და აზრი არ მოეკითხება, ვინაიდან წინასაარჩევნო პერიოდში საზოგადოებას არწმუნებდა, რომ არჩევნების გაყალბება შეუძლებელია, ან მან უნდა აღიაროს, რომ მისი მიზანი ხალხის მოტყუებაა და საზოგადოების არასწორად ინფორმირებით, სურს არჩევნების რეალური შედეგი გააყალბოს.

“ველოდები როდის გამოვა ნინო ლომჯარია და იტყვის, რომ უმეცარია, აზრი არ მოეკითხება და მას არავინ უნდა ენდოს, ვინაიდან მთელი წინასაარჩევნო პერიოდი არჩევნების გაუყალბებლობაში არწმუნებდა საზოგადოებას – ან იტყვის სიმართლეს, რომ ის არის აფერისტი, მისი მიზანი ხალხის მოტყუებაა, მოტივირებულია, რომ არჩევნების რეალური შედეგი გააყალბოს და დაინტერესებულია საზოგადოების არასწორი ინფორმაციით გამოკვებით
ამ ყველაფრის მორალი კი ის არის, რომ ნინო ლომჯარიასთანები ფეხქვეშ თელავენ ჩვენი საზოგადოების ხმებს და ამით ცდილობენ ადამიანების არჩევანი დაასამარონ.” – წერს ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.

ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, “ფორმულას” ეთერში არჩევნებამდე ამბობდა, რომ არჩევნების გაყალბება შეუძლებელია, ხოლო, ხმის ფარულობასთან დაკავშირებით აცხადებდა: “სრულიად დარწმუნებული იყავით ჩვენო მოქალაქეებო, რომ კონფიდენციალურობა და ის, რომ ვიღაცა შემდეგ გაიგებს თქვენს ხმას, გამორიცხულია.”

Continue Reading

Previous: მივიდეს სადაც იბარებენ და კამერების წინ დაამტკიცოს- აღარ გაუვა ქვეყნის ნგრევა – ნინო ფოჩხუა პროკურატურაში სალომე ზურაბიშვილის დაბარებაზე
Next: დავით თარხან-მოურავი ამბობს, რომ ვალები აქვთ და სახელმწიფო დაფინანსებას “ალტ-ინფო”-ს ვერ გაუყოფს (ვიდეო)

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025