Skip to content
14/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძემ რეჯეფ თაიფ ერდოღანს თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადების 101-ე წლისთავი მიულოცა

მარშალ პრესი 30/10/2024
irfakli kobakhidze8

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადების 101-ე წლისთავი მიულოცა.

როგორც მთავრობის მეთაური მისალოც წერილში აღნიშნავს, ბოლო წლებში საქართველოსა და თურქეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები დინამიურად ვითარდება, რაც ხელს უწყობს რეგიონში ახალი შესაძლებლობების შექმნას და სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების რეალიზებას.

“ბატონო პრეზიდენტო, გულითადად გილოცავთ თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადების 101-ე წლისთავს და გისურვებთ თქვენ და მოძმე თურქ ხალხს მშვიდობას და კეთილდღეობას. მსურს, კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ ბოლო წლებში საქართველოსა და თურქეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები დინამიურად ვითარდება, რაც ხელს უწყობს რეგიონში ახალი შესაძლებლობების შექმნას და სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების რეალიზებას. მადლიერი ვარ თურქეთის ურყევი მხარდაჭერისთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების მისწრაფების მიმართ.

ვსარგებლობ შემთხვევით და ვადასტურებ საქართველოს მთავრობის მხრიდან მზაობას საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული სამაგალითო სტრატეგიული პარტნიორობის უფრო მეტად გაღრმავებასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნების ძალისხმევა მნიშვნელოვანია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ჩვენი ორმხრივი და მრავალმხრივი ინიციატივები ქმნიან მნიშვნელოვან საფუძველს რეგიონის მდგრადი ეკონომიკური ზრდისა და სტაბილურობისთვის”, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის მისალოც წერილში.

Post navigation

Previous: პირდაპირ ვამბობ, არჩევნების გაყალბების დამტკიცებას დრო სჭირდება, ეს არჩევნების გასვლიდან ერთ დღეში და სამ დღეში ვერ დამტკიცდება – თენგო თევზაძე
Next: ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპის მხარდამჭერებს „ნაგავი“ უწოდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.