Skip to content
13/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პირდაპირ ვამბობ, არჩევნების გაყალბების დამტკიცებას დრო სჭირდება, ეს არჩევნების გასვლიდან ერთ დღეში და სამ დღეში ვერ დამტკიცდება – თენგო თევზაძე

მარშალ პრესი 30/10/2024
tengo tevzadze

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრი თენგო თევზაძე არჩევნების გაყალბების ფაქტების შესახებ გადაცემაში “ეკა კვესიტაძის განსხვავებული აქცენტები“ საუბრობს და აცხადებს, რომ გაყალბების დამტკიცებას დრო სჭირდება და ეს არჩევნების გასვლიდან ერთ და სამ დღეში ვერ მოხდება.

„პირდაპირ ვამბობ, ამას დრო სჭირდება, ეს ერთ დღეში და სამ დღეში არჩევნების გასვლიდან ვერ დამტკიცდება იმიტომ, რომ ეს მხოლოდ „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული არჩევნები არ არის, ამას სხვა სახის ადმინისტრირება მოჰყვა და ეს არ არის მარტივად დაორგანიზებული საკითხი, ამისთვის დიდი ხანი ემზადებოდნენ. აქ საუბარია იმაზე, რომ სტატისტიკა ძალიან მაღლა აწიეს მათი მხარდამჭერების და მიიღეს ისეთი მონაცემები, რომელიც საბოლოო ჯამში საკუთარ ამომრჩეველშიც კითხვის ნიშანს აჩენს იმიტომ, რომ გამორიცხულია ამ მასშტაბის აქტივობაში ყველა ამომრჩეველი მისულიყო და „ქართული ოცნებისთვის“ დაეჭირა მხარი“-განაცხადა თენგო თევზაძემ.

Post navigation

Previous: სოციალურ ქსელებში კვლავ გრძელდება ვირუსულად იმგვარი ვიდეოების გავრცელება, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს არასწორი აღქმები – ცესკო-ს განცხადება
Next: ირაკლი კობახიძემ რეჯეფ თაიფ ერდოღანს თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადების 101-ე წლისთავი მიულოცა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.