Skip to content
21/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

უკრაინაში აშშ-ის ელჩის განცხადებით, აშშ უკრაინას რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოძიებაში დაეხმარება

მარშალ პრესი 05/06/2022
ბრიჯიტ ბრინკი

ვაშინგტონი უკრაინას რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოძიებაში დახმარებას ჰპირდება. ამის შესახებ უკრაინაში შეერთებული შტატების ელჩმა განაცხადა, რომელიც უკრაინის გენერალურ პროკურორთან ერთად კიევის ოლქის ქალაქ ბოროდიანკაში იმყოფებოდა და რუსული აგრესიის სისასტიკე საკუთარი თვალით ნახა.

„ვფიქრობ, ნამდვილად მნიშვნელოვანია, იყო ამ საშინელი სისასტიკეების თვითმხილველი. დღეს ჩემმა აქ მოსვლამ მხოლოდ გააძლიერა ჩემი მტკიცე გადაწყვეტილება, დავეხმარო უკრაინას ომის დანაშაულების გამოძიებაში. ეს პროცესი არ უნდა შეჩერდეს იმის გამო, რომ უკრაინაში ომი ჯერ კიდევ გრძელდება, რადგან უკრაინელი ხალხი სამართლიანობას იმსახურებს“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა.

Post navigation

Previous: „ქართული ოცნების“ პრესსამსახური: ირაკლი კობახიძის დეტალური განმარტება, თუ რა უპირატესობები აქვს საქართველოს ასოცირებული ტრიოსთან მიმართებით, “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერების მხრიდან ორგანიზებული თავდასხმის ობიექტი გახდა
Next: ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე პაკეტზე დაიწყო მუშაობა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.