Skip to content
14/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ პრესსამსახური: ირაკლი კობახიძის დეტალური განმარტება, თუ რა უპირატესობები აქვს საქართველოს ასოცირებული ტრიოსთან მიმართებით, “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერების მხრიდან ორგანიზებული თავდასხმის ობიექტი გახდა

მარშალ პრესი 05/06/2022
ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემაში ,,იმედი LIVE” სტუმრობის დროს, საქართველოსა და მოლდოვას შორის პარალელები გაავლო. მან დეტალურად ისაუბრა საქართველოს უპირატესობებზე, როგორც მოლდოვასთან, ასევე უკრაინასთან მიმართებით. „ნაციონალურმა მოძრაობამ” ქვეყნისთვის, ამ მნიშვნელოვანი საკითხის საპირისპიროდ, საკუთარი მხარდამჭერების მობილიზება მოახდინა, – ამის შესახებ ნათქვამია „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„კობახიძის დეტალური განმარტებები, თუ რა უპირატესობები აქვს ჩვენს ქვეყანას, ,,ორგანიზებული თავდასხმის” ობიექტი გახდა. ეს მაშინ, როდესაც კანდიდატის სტატუსის მიღებას, საქართველო თვის ბოლოს ელოდება.

,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე საუბრის დროს აღნიშნავდა, საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია ქვეყნის ამოცანაა, მოლდოვას კი კონსტიტუციის დონეზე ნეიტრალიტეტი აქვს გამოცხადებული და არც დსთ-ს დატოვებას აპირებს. ეს უტყუარი ფაქტებია და რატომ იძლევა ქილიკის საფუძველს, გაუგებარია.

ასევე, კობახიძის განმარტებით „კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, საქართველო მოწინავე ქვეყანაა. მოლდოვას კი, კორუფციის თვალსაზრისით, მძიმე ვითარება აქვს”.

რაც შეეხება, კონკრეტულ პარამეტრებს, თითქმის ყველა პარამეტრით საქართველოს დიდი უპირატესობა აქვს, როგორც მოლდოვასთან, ასევე უკრაინასთან მიმართებით.

ამ ფაქტებზე საუბრობდა კობახიძე, “ნაციონალურმა მოძრაობამ” კი, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხი, მისი პარტიული აქტივისთვის ,,ორგანიზებული თავდასხმის” ობიექტი გახადა“, – ნათქვამია განცხადებაში.

Continue Reading

Previous: ზაალ ანჯაფარიძე: მიმდინარეობს „სპეცოპერაცია“ სააკაშვილის, როგორც ჩავარდნილი აგენტის ევაკუაციისათვის და მოიფიქრეს მეთოდი, მისი ჯანმრთელობის „გაუარესებაზე“ სპეკულირება
Next: უკრაინაში აშშ-ის ელჩის განცხადებით, აშშ უკრაინას რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოძიებაში დაეხმარება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025