Skip to content
17/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ წარმოდგენილი იყო 30 000 დამკვირვებელი, რომელიც კრიტიკულად აკვირდებოდა არჩევნებს, ხელისუფლებასთან ლოიალური კი არ იყო, არამედ კრიტიკულად აკვირდებოდა

მარშალ პრესი 28/10/2024
anri oxanashvili

ოდა არჩევნებს, ხელისუფლებასთან ლოიალური კი არ იყო, არამედ კრიტიკულად აკვირდებოდა ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ წარმოდგენილი იყო 30 000 დამკვირვებელი, რომელიც კრიტიკულად აკვირდებოდა არჩევნებს, ხელისუფლებასთან ლოიალური კი არ იყო, არამედ კრიტიკულად აკვირდებოდა არჩევნებს, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“.

https://cdn.imedi.ge/new/V/2410/70/28/80/g53OgAyGGkWmmcd9L9gvYw/anri.mp4

როგორც მან აღნიშნა, იმდენად გამჭვირვალე და წარმომადგენლობითი იყო არჩევნების პროცესი, რომ ოპოზიცია ვერაფერს ამბობს და ამიტომ არიან გადასული ახლა თვითშემოქმედებაში და თვითილუზიაში, რომ რაღაც საკითხები მოიგონონ. „76 საერთაშორისო ორგანიზაცია აკვირდებოდა საპარლამენტო არჩევნებს და მათ ჰყავდათ 1700 დამკვირვებელი. გარდა ამისა, 111 ადგილობრივი ორგანიზაცია აკვირდებოდა არჩევნებს და ამ ადგილობრივ ორგანიზაციებს ჯამში ჰყავდათ 23 000 დამკვირვებელი. ამას ემატება კიდევ მედია ორგანიზაციები – 199 მედია ორგანიზაცია იყო წარმოდგენილი, 2800 წარმომადგენლით, რაც ნიშნავს ჯამში 27 500 დამკვირვებელს.

ამას ემატება კონკრეტული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ წარმოდგენილი იყო 30 000 დამკვირვებელი, რომელიც კრიტიკულად აკვირდებოდა არჩევნებს, ხელისუფლებასთან ლოიალური კი არ იყო, არამედ კრიტიკულად აკვირდებოდნენ არჩევნებს.

მანიპულაციებს თვითონ რომ იგონებენ, თვითილუზიაში რომ არიან, თვითაღქმებში რომ არიან და ამ ყველაფერს რომ იგონებენ, ეს 30 000 დამკვირვებელი არაფერს აკეთებდა? ხედავდა და რეაქცია არ ჰქონდა თუ რაშია საქმე? ამას იმიტომ ვამბობ, რომ იმდენად გამჭვირვალე იყო პროცესი, იმდენად წარმომადგენლობითი იყო პროცესი, რომ ვერაფერს ვერ ამბობენ და ამიტომ არიან გადასული ახლა თვითშემოქმედებაში და თვითილუზიაში, რომ რაღაც საკითხები მოიგონონ თითქოს ხსნართან დაკავშირებით, როგორც თვითონ ამბობენ, რომ რაღაც პრობლემა იყო და ვითომ ხსნარი ეს ის ხსნარი არ იყო, 30 000 დამკვირვებლიდან ნუთუ ერთმა მაინც ვერ გადაიღო, ვერ აღბეჭდა და ვერ წარადგინა საჩივარი? ეს ხომ სრული ნონსენსია, რომ ასეთი რამ მოხდა და 30 000 დამკვირვებლიდან ერთი ვიდეო მტკიცებულება არ აქვთ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

Post navigation

Previous: ჩვენ ვიქნებით ძალიან მკაცრი ნებისმიერ არაკანონიერ ქმედებაზე იმიტომ, რომ უკან დასახევი გზა არავის აქვს, არავინ არავის აღარ მოეფერება, აქ არის სახელმწიფოებრივი თემა
Next: ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არის ევროინტეგრაცია – ველოდებით ურთიერთობების გადატვირთვას, რაც ვფიქრობთ, ინტენსიურ რეჟიმში მომავალი წლის დასაწყისიდან წარიმართება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.