Skip to content
16/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენ ვიქნებით ძალიან მკაცრი ნებისმიერ არაკანონიერ ქმედებაზე იმიტომ, რომ უკან დასახევი გზა არავის აქვს, არავინ არავის აღარ მოეფერება, აქ არის სახელმწიფოებრივი თემა

მარშალ პრესი 28/10/2024
mixeil kavelashvili

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი ბრიფინგის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE” ისაუბრა, რომელმაც არჩევნები არალეგიტიმურად ცნო და მოქალაქეებს შეკრებისკენ მოუწოდა.

ყაველაშვილის თქმით სალომე ზურაბიშვილს საზოგადოება სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მიჰყავს.

მისივე განცხადებით, ნებისმიერ გადაცდომაზე, არაკანონიერ ქმედებაზე მკაცრი რეაგირება ექნებათ.

„სალომე ზურაბიშვილის ქმედება თეთრი ძაფით ნაკერია, სად მიჰყავს – სამოქალაქო დაპირისპირებისკენ. დღეს არალეგიტიმურად გამოაცხადა არჩევნებიც, თავისთავად ხელისუფლებაც არალეგიტიმურად ცხადდება. თავად თქვა კიდევაც, რომ მე სალომე ზურაბიშვილი კი არ ვარ, მე ვარ ინსტიტუცია, დაირქვა უკვე სახელი, რომ ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუციაა.

რა თქვა – მსოფლიოს უნდა გავაგონოთ, რომ ჩვენ ვართ დღეს საქართველო, ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები და მოუწოდა ყველას, რომ ხვალ 7 საათზე მობრძანდით და დავიწყოთ თითქოს მშვიდობიანი აქცია. მე საქართველოს ხელისუფლებასაც მოვუწოდებ, ჩვენ ვიქნებით ძალიან მკაცრი, არავინ არავის აღარ მოეფერება, აქ არის სახელმწიფოებრივი თემა, ნებისმიერ გადაცდომაზე, არაკანონიერ ქმედებაზე იმიტომ, რომ უკან დასახევი გზა არავის აქვს.

ჩვენ სამოქალაქო ომიც გამოვლილი გვაქვს, ურთიერთდაპირისპირება და შესწავლილი გვაქვს, იმიტომ ვერ მიაღწიეს ვერაფერს. საქართველოს საზოგადოება მომზადებულია, მაგრამ ფხიზლად უნდა ვიყოთ, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში გავიმარჯვეთ“,-განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

Continue Reading

Previous: მოსულა ჩვენი ოპოზიციის გულის სწორი – ელისაშვილი დოლს გაახურებს და დაუარეთ „ფარცა – გაყალბდას“ ძახილით
Next: ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ წარმოდგენილი იყო 30 000 დამკვირვებელი, რომელიც კრიტიკულად აკვირდებოდა არჩევნებს, ხელისუფლებასთან ლოიალური კი არ იყო, არამედ კრიტიკულად აკვირდებოდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025