Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ათი ეუთო/ოდირი რომ გამოვიდეს და თქვას, იდეალური არჩევნები იყო ჩატარებული, ეს ლაქა და მძიმე ტვირთი „ოცნებამ“ და პერსონალურად ივანიშვილმა აიკიდეს-ეუთო/ოდირი ვერასდროს მიკარნახებს მე როგორ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მივიღებ

მარშალ პრესი 27/10/2024
giorgi gaxaria

„ეუთო/ოდირმა რანაირი დასკვნაც არ უნდა დადოს საქართველოს მოქალაქეებმა დღეს დილით რომ გაიღვიძეს და ციფრები ნახეს, მათ უკვე ჩათვალეს, რომ „ოცნებამ“ და ივანიშვილმა ისინი მოატყუა, ეს აღქმები უკვე დალექილია და ამას ვერავინ და ვერაფერი შეცვლის“- ამის შესახებ გიორგი გახარიამ განაცხადა.

ის თვლის, რომ აღქმები ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეუთო/ოდირის დასკვნა.

ასევე, გახარიას თქმით, ეუთო/ოდირი ვერასდროს უკარნახებს თავად როგორი პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

„ათი ეუთო/ოდირი რომ გამოვიდეს და თქვას, რომ იდეალური არჩევნები იყო ჩატარებული, სამწუხაროდ, ეს ლაქა და კიდევ ერთი მძიმე ტვირთი „ოცნებამ“ და პერსონალურად ივანიშვილმა აიკიდეს.

მე ვთვლი, რომ როდესაც შენ შენს მოქალაქეებს ელაპარაკები და შენს მოქალაქეებთან კომუნიცირებ ეს აღქმები ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეუთო/ოდირის დასკვნა, მერწმუნეთ, ჩვენ ხომ საქართველოში ვცხოვრობთ. ეუთო/ოდირი სერიოზული ორგანიზაციაა, სერიოზული მანდატით, სერიოზული მისიით, მაგრამ საბოლოო ჯამში პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მე როგორ მივიღებ, ეუთო/ოდირი მე ვერ მიკარნახებს ვერასდროს იმიტომ, რომ ეს ჩემი პასუხისმგებლობაა ჩემი ამომრჩევლის და მოქალაქეების წინაშე“-განაცხადა გიორგი გახარიამ.

Post navigation

Previous: “ქართული ოცნების“ გამარჯვება სავსებით მოსალოდნელი იყო, რადგან სასწორის ერთ პინაზე იდო მშვიდობა, განვითარება და ევროპული ინტეგრაცია, ხოლო მეორე პინაზე არაფერი არ იდო, გარდა რევოლუციური გადატრიალებისა
Next: 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები შედგა, ეუთო/ოდირის მოხსენება არის ამის ერთ-ერთი ფაქტობრივი დადასტურება – არჩეული ხელისუფლება ლეგიტიმურად გამოაცხადა და გამოთქვა იმედი, რომ ეს ხელისუფლება უფრო ახლოს მივა ევროკავშირთან!

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.