Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

“ქართული ოცნების“ გამარჯვება სავსებით მოსალოდნელი იყო, რადგან სასწორის ერთ პინაზე იდო მშვიდობა, განვითარება და ევროპული ინტეგრაცია, ხოლო მეორე პინაზე არაფერი არ იდო, გარდა რევოლუციური გადატრიალებისა

მარშალ პრესი 27/10/2024
eka sepashvili

„ქართულმა ოცნებამ“ ძალიან დიდი უპირატესობით, ფაქტობრივად, 44 და მეტი %-ით გადაასწრო ოპოზიციურ პარტიებს“, – ამის შესახებ მედიასთან უმრავლესობის დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რადიკალები ყველანაირად ცდილობდნენ არჩევნების მშვიდი და დემოკრატიული პროცესისთვის ჩრდილი მიეყენებინათ, თუმცა არ გამოუვიდათ. „ეს სავსებით მოსალოდნელი იყო, რადგან სასწორის ერთ პინაზე იდო მშვიდობა, განვითარება და ევროპული ინტეგრაცია, ხოლო მეორე პინაზე არაფერი არ იდო, გარდა რევოლუციური გადატრიალებისა, რასაც ხალხი კარგად ხედავდა.

იმის გამო, რომ ოპოზიციური პარტიები მიხვდნენ, რომ პირწმინდად აგებდნენ, დღის ბოლოს მეტი პროვოკაციის მოწყობას შეეცადნენ. ისინი ყველანაირად ცდილობდნენ ამ მშვიდი და დემოკრატიული პროცესისთვის ჩრდილი მიეყენებინათ, თუმცა არ გამოუვიდათ“, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

Post navigation

Previous: ამერიკულმა კომპანიამ “Pro V&V”-მ ცესკო-ს შესაბამისობის აუდიტის პირველი ორი ფაზის შედეგები გადასცა
Next: ათი ეუთო/ოდირი რომ გამოვიდეს და თქვას, იდეალური არჩევნები იყო ჩატარებული, ეს ლაქა და მძიმე ტვირთი „ოცნებამ“ და პერსონალურად ივანიშვილმა აიკიდეს-ეუთო/ოდირი ვერასდროს მიკარნახებს მე როგორ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მივიღებ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.