Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ვულოცავ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და “ქართული ოცნების” პარტიას საპარლამენტო არჩევნებში დიდი სხვაობით გამარჯვებას – ქართველმა ხალხმა იცის, რა არის საუკეთესო მათი ქვეყნისთვის – ორბანი

მარშალ პრესი 26/10/2024
viqtor orbani3

ვულოცავ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და “ქართული ოცნების” პარტიას დღეს საპარლამენტო არჩევნებში დიდი სხვაობით გამარჯვებას, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

“ვულოცავ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და “ქართული ოცნების” პარტიას დღეს საპარლამენტო არჩევნებში დიდი სხვაობით გამარჯვებას. საქართველოს ხალხმა იცის, რა არის საუკეთესო მათი ქვეყნისთვის, და თავიანთი ხმა დღეს გააჟღერეს!” , – წერს ორბანი.

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების მიხედვით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში 18:30 საათის მონაცემებით, 5%-იანი ბარიერი 4-მა პარტიამ გადალახა. კერძოდ, ეგზიტპოლის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების – 56.1 % მიიღო; „კოალიცია ცვლილებისთვის“ – 12.6 %; „ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 11.6 %; „ძლიერი საქართველო“ – 7.0 %; „გახარია საქართველოსთვის“ – 4.8 %; „გირჩი“ – 3.0 %; „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 2.2 %; სხვა – 2.7 %. ტელეკომპანია “იმედის” ინფორმაციით, ცდომილების ზღვარი +- 2.5 პროცენტია.

Post navigation

Previous: გარწმუნებთ, რომ უახლოეს 4 წელში გავაკეთებთ ძალიან ბევრს და საქართველო იქნება ყველაზე წარმატებული ქვეყნების რიგში. ჩვენი გუნდი აუცილებლად დავაფასებთ ამ ნდობას
Next: გილოცავთ და ყველაფერს გავაკეთებთ როგორც დაგპირდით – ბიძინა ივანიშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.