Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გარწმუნებთ, რომ უახლოეს 4 წელში გავაკეთებთ ძალიან ბევრს და საქართველო იქნება ყველაზე წარმატებული ქვეყნების რიგში. ჩვენი გუნდი აუცილებლად დავაფასებთ ამ ნდობას

მარშალ პრესი 26/10/2024
Capture111

იშვიათია ასეთი რამე მთელს მსოფლიოში, რომ ერთი და იგივე პარტია 12 წელი, ასეთ რთულ სიტუაციაში აღწევდეს ასეთ შედეგებს, – ასეთია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძიან ივანიშვილის განცხადება.

მან მადლობა გადაუხადა ამომრჩეველს და აღნიშნა, რომ საქართველო უახლოეს 4 წელში გახდება ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა.

„ვარწმუნებ ჩვენს ამომრჩეველს, გასაგებია, რომ ჩვენზე მდიდარი ქვეყნები არსებობენ, ჩვენზე დიდი ხნის დემოკრატია აქვთ მაგრამ ჩვენი საზოგადოება არ არის არც ერთ მდიდარ ქვეყანაზე ნაკლები საზოგადოება. სწორედ ამ შეგნებით, სწორედ იმ გაგებით, რომ ვის უნდა მისცენ ხმა და საით უნდა წაიყვანოს ქვეყანა. გარწმუნებთ, რომ უახლოეს 4 წელიწადში ჩვენ გავაკეთებთ ძალიან ბევრს და კიდევ შემდეგ ოთხ წელიწადში საქართველო იქნება ყველაზე წარმატებული ქვეყნების რიგში. ჩვენი გუნდი აუცილებლად დავაფასებთ ამ ნდობას. გუნდი, რომელიც წარმოდგენილია მე ვფიქრობ რომ ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ნაწილია“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ამ წუთებში „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისის წინ მოწყობილ სპეციალურ სცენაზე სიტყვით გამოდიან პარტიის ლიდერები. ისინი ეგზიტპოლების შედეგებს ზეიმობენ, რომლის მიხედვითაც ქართულ ოცნებას 56.1% აქვს.

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგები ცნობილია. ეგზიტპოლების თანახმად, მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, 18:30 საათის მონაცემებით 56.1 % მიიღო. ცდომილების ზღვარი +- 2.5 პროცენტია.

Post navigation

Previous: „იმედის“ დაკვეთით „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები ცნობილია
Next: ვულოცავ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და “ქართული ოცნების” პარტიას საპარლამენტო არჩევნებში დიდი სხვაობით გამარჯვებას – ქართველმა ხალხმა იცის, რა არის საუკეთესო მათი ქვეყნისთვის – ორბანი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.