Skip to content
26/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ყველანაირად ცდილობენ, რომ ადამიანები ზეწოლის ქვეშ მოაქციონ, ატეხონ პროვოკაცია, შექმნან აჟიოტაჟი და საბოლოო ჯამში უბნები ჩაშალონ. ამას ზუგდიდში არავის დავუთმობთ, არავის ვაპატიებთ კანონის დარღვევას – დავით კოდუა

მარშალ პრესი 26/10/2024
davit kodua

არაფერს განსხვავებულს არ ველოდებით იმ ადამიანებისგან, რომლებიც 9 წლის განმავლობაში ძალადობრივად მართავდნენ ქვეყანას და დღევანდელი დღე არის მათი იმდროინდელი გამოცდილებისა და ჩვევების გამოვლინება, – განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის დელეგატობის კანდიდატმა დავით კოდუამ. მან ისაუბრა იმ ინციდენტებზე, რომელიც ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბანზე მოხდა.

„ამ უბანს მოუვარდნენ დღეს მეორედ და ცდილობდნენ პროვოკაციას. მათ მიერ დატრენინგებული ადამიანები შედიან უბანზე, აბულინგებენ დამკვირვებლებს, კომისიის წევრებს ცესკოდან და ა.შ. ყველანაირად ცდილობენ, რომ ადამიანები ზეწოლის ქვეშ მოაქციონ, ატეხონ პროვოკაცია, შექმნან აჟიოტაჟი და საბოლოო ჯამში უბნები ჩაშალონ. ამას ზუგდიდში არავის დავუთმობთ, არავის ვაპატიებთ კანონის დარღვევას და ყველას საკადრის პასუხს გავცემთ“, – განაცხადა კოდუამ.

ზუგდიდში, მე-9 საარჩევნო უბანზე ხმაური იყო. კოალიცია „ცვლილებებისთვის“ წევრები ჯერ საარჩევნო უბანზე დამკვირვებელს დაუპირისპირდნენ, შემდეგ კი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

Post navigation

Previous: პერსონალი ძალიან კარგად არის მომზადებული, პასუხობენ ყველა კითხვას, რომელიც ამომრჩეველს აქვს. ამომრჩევლებიც მოდიან უბნებზე, არ ჰქონია ადგილი რაიმე სერიოზულ ხარვეზსა და ინციდენტს – – საერთაშორისო დამკვირვებელი ლორენც ნაჩა
Next: 17:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა 50.6 პროცენტს შეადგენს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.