Skip to content
18/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პერსონალი ძალიან კარგად არის მომზადებული, პასუხობენ ყველა კითხვას, რომელიც ამომრჩეველს აქვს. ამომრჩევლებიც მოდიან უბნებზე, არ ჰქონია ადგილი რაიმე სერიოზულ ხარვეზსა და ინციდენტს – – საერთაშორისო დამკვირვებელი ლორენც ნაჩა

მარშალ პრესი 26/10/2024
lorenz

„ძალიან ბევრი ამომრჩეველი გამოცხადდა უბნებზე, ზოგჯერ არის რიგი, თუმცა ყველაფერი არის ორგანიზებული და მიმდინარეობს ყველაფერი წესრიგში. გარემო არის დამაკმაყოფილებელი საარჩევნო უბნებზე. ვესაუბრე ადგილობრივ ამომრჩევლებს, ასევე, პერსონალსაც და დაგვიდასტურეს, რომ ყველაფერი წესრიგშია და მიმდინარეობს მშვიდ გარემოში“, – განაცხადა საერთაშორისო დამკვირვებელმა ლორენც ნაჩამ „ქრონიკასთან“ პირდაპირ ეთერში ჩართვისას.

მისი თქმით უბნებზე მისი ვიზიტისას არანაირი ექსცესებს და პროვოკაციას არ ჰქონია ადგილი.

„ვფიქრობ ყველა გარემო ძალიან კარგად არის მომზადებული. პერსონალიც ძალიან კარგად არის მომზადებული. პასუხობენ ყველა კითხვას, რომელიც ამომრჩეველს აქვს. ამომრჩევლებიც მოდიან უბნებზე, არ ეშინიათ ამ ახალი ციფრული ტექნოლოგიის და ცხადია ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა საარჩევნო უბანი იყოს წესრიგში. საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, არ ჰქონია ადგილი რაიმე სერიოზულ ხარვეზსა და ინციდენტს. ყველაფერი კარგად მიმდინარეობს“, – განაცხადა ლორენც ნაჩამ.

Post navigation

Previous: ცესკო-ს ინფორმაციით, 15 საათის მონაცემებით, არჩევნებზე 1 მილიონ 454 ათას 837 ამომრჩეველი მივიდა
Next: ყველანაირად ცდილობენ, რომ ადამიანები ზეწოლის ქვეშ მოაქციონ, ატეხონ პროვოკაცია, შექმნან აჟიოტაჟი და საბოლოო ჯამში უბნები ჩაშალონ. ამას ზუგდიდში არავის დავუთმობთ, არავის ვაპატიებთ კანონის დარღვევას – დავით კოდუა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.