Skip to content
25/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ნებისმიერი პირი, ვინც არ უნდა იყოს ეს ადამიანი, თუკი გაბედავს, რომ კანონის წინააღმდეგ წავიდეს და საარჩევნო პროცესებს კანონდარღვევით ხელი შეუშალოს, კანონის წინაშე უმკაცრესად დაისჯება

მარშალ პრესი 26/10/2024
givi mikanadze

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ამ დრომდე მომხდარ საარჩევნო დარღვევებზე საუბრობს. მისი თქმით, ამ დროისთვის ჯამში 102 საჩივარი არის დაფიქსირებული, რაც 3 ათას უბანთან მიმართებაში მიუთითებს, რომ საარჩევნო პროცესი ძირითადად მნიშვნელოვანი ექსესების გარეშე მიმდინარეობს.

მისივე თქმით, ნებისმიერი ადამიანი, თუკი გაბედავს, რომ კანონის წინააღმდეგ წავიდეს და საარჩევნო პროცესებს კანონდარღვევით ხელი შეუშალოს, კანონის წინაშე უმკაცრესად დაისჯება და პასუხს აგებს. “ჩუღურეთის პირველ უბანში ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის „საქართველოს მომავლის აკადემიის“ წარმომადგენელი სისტემატურად ფოტოებს უღებდა ამომრჩევლებს საარჩევნო ყუთთან.

ეს ორგანიზაცია ერთ-ერთი იმ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციათაგანია, რომელიც ჩვენი კვლევებით მხილებულია, როგორც პარტია „ახალთან“ დაკავშირებული სადამკვირვებლო ორგანიზაცია და ვხედავთ, თუ როგორი ფორმით ახორციელებს მისი დამკვირვებელი პროცესებში ჩარევას. „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი გოჩა შარაშენიძე ოზურგეთის სოფელ ბახვის მე-15 საარჩევნო უბანზე ცდილობდა საარჩევნო კაბინაში შესვლას და მოქალაქისათვის შესაბამისი მითითებების მიცემას.

ოზურგეთის 38-ე უბანზე, ხრიალეთში, უბნიდან გააძევეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გელა ხომერიკი, რომელიც ყვირილით შევარდა საარჩევნო უბანში, სცადა მაგიდების გადაადგილება და ხელს უშლიდა კომისიის მუშაობას. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ნანა ტავლელიშვილი გააძევეს გლდანის მე-60 უბნიდან. ამომრჩეველს ხვდებოდა ეს ადამიანი, ართმევდა პირადობებს და ატყუებდა, თითქოს მათ არ უნდა მიეცათ იმ კონკრეტულ უბანზე ხმა.

რის შედეგადაც მან შეძლო, რომ სამი ამომრჩეველი გაებრუნებინა უბნიდან. აქვე დაფიქსირდა საზღვარგარეთ, კერძოდ, ბრიუსელსა და სტოკჰოლმში საარჩევნო უბნებზე, რომლებიც მოგეხსენებათ, რომ გახსნილი არის საქართველოს საელჩოს შენობებში, ვანდალიზმის კონკრეტული ფაქტები და წარმოდგენილი მასალა ამაზე მიუთითებს. აქვე გვინდა გაცნობოთ, რომ ამ დროისთვის, ფაქტობრივად 6 საათი არის გასული, რაც საარჩევნო უბნები გაიხსნა და საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს, მოგეხსენებათ, რომ ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 3 ათასი საარჩევნო უბანი არის გახსნილი, მხოლოდ და მხოლოდ 102 საჩივარი არის დაფიქსირებული, რაც 3 ათას უბანთან მიმართებაში მიუთითებს მხოლოდ ერთზე, რომ საარჩევნო პროცესი ძირითადად მიმდინარეობს მნიშვნელოვანი ექსესების გარეშე, გარდა იმ ორი შემთხვევისა, რომლის შესახებაც საზოგადოებამ გაიგო და ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია კიდევ ერთხელ ის ფაქტი, რაც მარნეულში ფიქსირდება და ნებისმიერი პირი, კიდევ ერთხელ მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ვინც არ უნდა იყოს ეს ადამიანი, თუკი გაბედავს, რომ კანონის წინააღმდეგ წავიდეს და საარჩევნო პროცესებს კანონდარღვევით ხელი შეუშალოს, კანონის წინაშე უმკაცრესად დაისჯება და პასუხს აგებს”-განაცხადა გივი მიქანაძემ.

Post navigation

Previous: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის ორგანიზაციის თავმჯდომარეს შელაპარაკება მოუვიდა „ქართული ოცნების“ კოორდინატორთან. ვიტალი ყორშიამ ნათია გაბისონიას სახის არეში დაარტყა ხელი
Next: გავრცელდა ინფორმაცია თითქოს საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველს აძლევენ წინასწარ მონიშნულ ბიულეტენს. ამომრჩეველს ბიულეტენის აღებისთანავე აქვს შესაძლებლობა გადაამოწმოს ის, შესაბამისად ეს ინფორმაცია არის მანიპულაციური – ცესკო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.