Skip to content
09/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის ორგანიზაციის თავმჯდომარეს შელაპარაკება მოუვიდა „ქართული ოცნების“ კოორდინატორთან. ვიტალი ყორშიამ ნათია გაბისონიას სახის არეში დაარტყა ხელი

მარშალ პრესი 26/10/2024
givi

ხობში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის ორგანიზაციის თავმჯდომარეს შელაპარაკება მოუვიდა „ქართული ოცნების“ კოორდინატორთან. ვიტალი ყორშიამ ნათია გაბისონიას სახის არეში დაარტყა ხელი. ინციდენტი მოხდა საარჩევნო უბანთან განთავსებულ მიკროავტობუსში, – აღნიშნულის თაობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„საზოგადოებას გვსურს გავაცნოთ მიმდინარე საარჩევნო დღის განმავლობაში გამოკვეთილ დარღვევებთან დაკავშირებით, რომელიც მიზანმიმართულად ისახავს საარჩევნო პროცესში ხელის შეშლას და მიმართულია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების საწინააღმდეგოდ. პირველ რიგში, გვინდა გამოვეხმაუროთ ხობში მომხდარ ინციდენტს. ხობის პირველ საარჩევნო უბანში მისული იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის ორგანიზაციის თავმჯდომარე ვიტალი ყორშია, რომელსაც შელაპარაკება მოუვიდა „ქართული ოცნების“ კოორდინატორ ნათია გაბისონიასთან. ვიტალი ყორშიამ ნათია გაბისონიას სახის არეში დაარტყა ხელი. ინციდენტი მოხდა საარჩევნო უბანთან განთავსებულ მიკროავტობუსში. მოხდა მყისიერი რეაგირება, 112-ში შევიდა შესაბამისი განცხადება და პოლიციამ უკვე განახორციელა საკითხის შესწავლა და საკითხის მსვლელობას მივადევნებთ თვალს“, – აღნიშნა მიქანაძემ.

Post navigation

Previous: მარნეულში საარჩევნო ყუთში საარჩევნო ბიულეტენების შესაძლო ჩაყრის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
Next: ნებისმიერი პირი, ვინც არ უნდა იყოს ეს ადამიანი, თუკი გაბედავს, რომ კანონის წინააღმდეგ წავიდეს და საარჩევნო პროცესებს კანონდარღვევით ხელი შეუშალოს, კანონის წინაშე უმკაცრესად დაისჯება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.