Skip to content
21/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პირველი ქვეითი ბრიგადის დაზვერვის ასეულმა საველე სიტუაციური სწავლება ჩაატარა

მარშალ პრესი 04/06/2022
ქვეითი ბრიგად

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის დაზვერვის ასეულის სიტუაციური სწავლება დასრულდა. ოცეულის დონის შეფასებაზე ორიენტირებული გეგმური საველე სწავლება ხუთი დღე-ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და მიზნად ისახავდა ქვედანაყოფის საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებას.

წვრთნებში მონაწილე პირადი შემადგენლობა დაკისრებულ ამოცანებს სხვადასხვა ლოკაციაზე, მთაგორიან რელიეფზე, დღისა და ღამის პირობებში ასრულებდა. სწავლების განმავლობაში სადაზვერვო ქვედანაყოფები თვალთვალის ოპერაციებს ახორციელებდნენ და სადაზვერვო ინფორმაციას მოიპოვებდნენ. სამხედრო მოსამსახურეების ძირითად დავალებებს რაიონის მარშრუტის რეკოგნოსცირება, საპატრულო ბაზისა და სათვალთვალო საგუშაგოს მოწყობა, სახიფათო რაიონის გადალახვა, ინფილტრაცია-ექსფილტრაცია, არაპირდაპირი ცეცხლის გამოძახება, კონტაქტზე რეაგირება, სწრაფი ჩასაფრების, გაქცევა-გადარჩენისა და სხვა ოპერაციების უზრუნველყოფა წარმოადგენდა. წვრთნებში გამოყენებული იყო სასწავლო ხელყუმბარები, საკვამლე კოჭები, ფუჭი ვაზნები, მანათობელი პიროტექნიკა და სხვადასხვა ოპტიკური საშუალება.

Post navigation

Previous: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკრები ესტუმრნენ
Next: ზვიად შალამბერიძე: ძალიან საინტერესო პროექტია მობილური იუსტიციის სახლი, რამაც ხელმისაწვდომი გახადა ჩვენი მაღალმთიანი სოფლის მოსახლეობისთვის იუსტიციის სახლის სერვისები

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.