Skip to content
21/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მთავარი სოციოლოგიური გამოკითხვა თავისუფლების მოედანზე ჩატარდა, საზოგადოებამ კარგად დაინახა, ვინ უჭერს მხარს ოპოზიციას და ვინ მმართველ გუნდს

მარშალ პრესი 24/10/2024
davit chikhelidze

ტელეკომპანია მთავარმა და ფორმულამ საზოგადოებას სოციოლოგიური კვლევის ახალი შედეგები გააცნეს, ძირითადი სურათი არ შეცვლილა, იმარჯვებს მმართველი გუნდი, გახარია/ხაზარაძის პარტიებს კი კვლავ არაბუნებრივად მაღალი რეიტინგი აქვს, მათთვის მაღალი რეიტინგის დაწერა, შესაძლოა რევოლუციური სცენარის მთავარი ნაწილი იყოს,- წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი დავით ჩიხელიძე.

ჩიხელიძის განცხადებით, არჩევნების შემდეგ, როცა ოპოზიციური პარტიების პროცენტულ მაჩვენებელში ობიექტური რეალობა აისახება და ბარიერს ვერ გადალახავენ, მომენტალურად გავრცელდება მესიჯბოქსი, რომ მათ არჩევნები გაუყალბეს, არგუმენტად კი აღნიშნული კვლევის შედეგებს მოიყვანენ. მისივე თქმით, მთავარი სოციოლოგიური გამოკითხვა თავისუფლების მოედანზე ჩატარდა, საზოგადოებამ კარგად დაინახა, ვინ უჭერს მხარს ოპოზიციას და ვინ „ქართულ ოცნებას“.

„ მთავარი სოციოლოგიური გამოკითხვა თავისუფლების მოედანზე ჩატარდა ტელეკომპანია მთავარმა და ფორმულამ საზოგადოებას სოციოლოგიური კვლევის ახალი შედეგები გააცნეს, ძირითადი სურათი არ შეცვლილა, იმარჯვებს მმართველი გუნდი, გახარია/ხაზარაძის პარტიებს კი კვლავ არაბუნებრივად მაღალი რეიტინგი აქვს, მათთვის მაღალი რეიტინგის დაწერა, შესაძლოა რევოლუციური სცენარის მთავარი ნაწილი იყოს… რადგან არჩევნების შემდეგ, როცა მათ პროცენტულ მაჩვენებელში ობიექტური რეალობა აისახება და ბარიერს ვერ გადალახავენ, მომენტალურად გავრცელდება მესიჯბოქსი, რომ მათ არჩევნები გაუყალბეს, არგუმენტად კი აღნიშნული კვლევის შედეგებს მოიყვანენ…

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ კვლევებში ქართული ოცნება იმარჯვებს, მათი პროცენტული მაჩვენებელი ალოგიკურად დაბალია, ციფრებით ასეთმა არასწორმა მანიპულაციამ, შესაძლოა კვლევის დამკვეთებისთვის უკუშედეგი გამოიღოს, რადგან ამით ქართული ოცნების ამომრჩევლების გაბრაზებას იწვევენ და ერთგვარი წითელი ნაჭრის როლს ასრულებს, ერთია ქაღალდზე დაწერილ კვლევა, მეორე კი რეალობა და ხალხის განწყობები! მთავარი სოციოლოგიური გამოკითხვა თავისუფლების მოედანზე ჩატარდა, საზოგადოებამ კარგად დაინახა, ვინ უჭერს მხარს ოპოზიციას და ვინ მმართველ გუნდს, საზოგადოებამ ერთის მხრივ ოპოზიციური პარტიების და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობის შედეგად შეკრებილი ხალხი იხილა, მეორე მხრივ კი მმართველი გუნდის მხარდამჭერები, სხვაობა იმდენად თვალშისაცემია, რომ ციფრებზე საუბარიც კი აზრს კარგავს, ისევე როგორც, მთავარი არხის და ფორმულას ჩატარებული კვლევა, რომელიც თავისუფლებაზე შეკრებილმა მოსახლეობამ, გამოუსადეგარ ინფორმაციად აქცია“,- წერს დავით ჩიხელიძე facebook-ზე.

Post navigation

Previous: ყველამ ნახა, რამდენჯერმე მეტი ადამიანი იყო გამოსული ჩვენს შეხვედრაზე, ასეთივე რამდენჯერმე მაღალი შედეგი გვექნება ოპოზიციასთან მიმართებით ჩვენ ამ არჩევნებზე
Next: დავით ქართველიშვილი უცხოური ძალების მიერ საქართველოში დაგეგმილ რევოლუციაზე ტელეგრამ-არხების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.