Skip to content
22/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ყველამ ნახა, რამდენჯერმე მეტი ადამიანი იყო გამოსული ჩვენს შეხვედრაზე, ასეთივე რამდენჯერმე მაღალი შედეგი გვექნება ოპოზიციასთან მიმართებით ჩვენ ამ არჩევნებზე

მარშალ პრესი 24/10/2024
irakli kobakhidze

გუშინდელი შეკრება იყო საქართველოს მასშტაბით ორგანიზებული შეხვედრა, ეს არ იყო მხოლოდ თბილისის შეკრება, შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო მთელი ქვეყნიდან ჩვენი მხარდამჭერების მობილიზება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციასაც ჰყავდა რეგიონებიდან მობილიზებული ხალხი, მაგრამ თავისუფლების მოედნის გავსება ვერ შეძლეს. 

„ოპოზიციასაც მთელი საქართველოდან ჰყავდა მობილიზებული ადამიანები, თუმცა ვერ შეკრიბეს ხალხი, ვერ გაავსეს თავისუფლების მოედანი. მობილიზაცია იყო, შემიძლია ციფრებით გითხრათ, რამდენი ადამიანის მობილიზება შეძლეს მათ რეგიონებიდან, თუმცა მაინც ვერ გაავსეს თავისუფლების მოედანი. ეს იყო საქართველოს მასშტაბით ორგანიზებული შეხვედრა, ეს არ იყო მხოლოდ თბილისის შეკრება, ასეც იყო დაანონსებული, შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო მთელი ქვეყნიდან ჩვენი მხარდამჭერების მობილიზება.

ჩვენ გვქონდა ხარჯები, მათ შორის ეს იყო ტრანსპორტირების, კვების ხარჯები და ეს ხარჯები იქნება დეკლარირებული ანტიკორუფციული სამსახურის წინაშე. რაც იყო დახარჯული ტრანსპორტირებაზე, კვებაზე, ხარჯები იყო მნიშვნელოვანი, ეს ყველაფერი იქნება დეკლალირებული ანტიკორუფციულ სამსახურში. ასეც და ისეც თქვენ ნახეთ, რამდენი ადამიანი იყო გამოსული, რამდენჯერმე მეტი, ასეთივე რამდენჯერმე მაღალი შედეგი გვექნება ოპოზიციასთან მიმართებით ჩვენ ამ არჩევნებზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Continue Reading

Previous: თუ კი ლელო-ხაზარაძე ფიქრობს, რომ თავის „ახალი საიდუმლო გეგმით, ტექნოლოგიებით და ტაქტიკით“ არჩევნების დროს არეულობის მუხტი შეიტანოს ქვეყანაში, მაშინ მას სამართალდამცავებთან ექნება საქმე
Next: მთავარი სოციოლოგიური გამოკითხვა თავისუფლების მოედანზე ჩატარდა, საზოგადოებამ კარგად დაინახა, ვინ უჭერს მხარს ოპოზიციას და ვინ მმართველ გუნდს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025