Skip to content
22/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა ეროვნული გმირის ზაზა დამენიას საფლავი ყვავილებით შეამკო

მარშალ პრესი 22/10/2024
1000006071

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ ეროვნულ გმირს, ზაზა დამენიას 52 წელი შეუსრულდებოდა.
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, მოადგილეებთან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან ავთანდილ თალაკვაძესთან, სსიპ “სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო”-ს ოზურგეთის მუნიციპალური განყოფილების, აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობის წარმომადგენლებთან ერთად, ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი მიაგო და საფლავი ყვავილებით შეამკო.

ზაზა დამენია 2004 წლის 16 აგვისტოს, ცხინვალის რეგიონში საბრძოლო მოქმედებების დროს გმირულად დაიღუპა. მას „სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისა და გამორჩეული გმირობისათვის“ ეროვნული გმირის უმაღლესი სახელმწიფო წოდება მიენიჭა.

Continue Reading

Previous: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის პირველ ფაზაზე, უშუალოდ მშენებლობის პროცესში, 500-მდე ადამიანი დასაქმდება, პირველი ფაზის გამტარუნარიანობა წელიწადში 600 ათასი კონტეინერი იქნება, საორიენტაციო საინვესტიციო ღირებულება კი 600 მლნ დოლარს
Next: თბილისში 23 ოქტომბერს მოსალოდნელი გადატვირთული მოძრაობიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ პირადი ავტოტრანსპორტით გადაადგილებისგან

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025