Skip to content
08/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სწორედ ახლა დგება დრო, რომ ევროპელმა პარტნიორებმა და მოკავშირეებმა ისტორიული გადაწყვეტილებები მიიღონ და ხელშესახები შედეგები გვაჩვენონ

მარშალ პრესი 03/06/2022
ირაკლი ღარიბაშვილი

უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, ჩვენი საერთო ევროპული დღის წესრიგის ფარგლებში, სწორედ ახლა დგება დრო, რომ ევროპელმა პარტნიორებმა და მოკავშირეებმა ისტორიული გადაწყვეტილებები მიიღონ და ხელშესახები შედეგები გვაჩვენონ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე წერს.

მთავრობის მეთაური გლობალური უსაფრთხოების ბრატისლავის წლევანდელი ფორუმის ფარგლებში პანელურ დისკუსიაზე გამოსვლას ეხმაურება, რომლის მთავარი თემა იყო „აღმოსავლეთ სამეზობლოში მოკავშირეებთან პარტნიორობის განმტკიცება“.

„ძალიან კარგი შესაძლებლობა მომეცა, გლობალური უსაფრთხოების ბრატისლავის წლევანდელი ფორუმის (GLOBSEC 2022) ფარგლებში სიტყვით გამოვსულიყავი პანელზე „აღმოსავლეთ სამეზობლოში მოკავშირეებთან პარტნიორობის განმტკიცების“ შესახებ, მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტ მაია სანდუსთან ერთად.

უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, ჩვენი საერთო ევროპული დღის წესრიგის ფარგლებში, სწორედ ახლა დგება დრო, რომ ევროპელმა პარტნიორებმა და მოკავშირეებმა ისტორიული გადაწყვეტილებები მიიღონ და ხელშესახები შედეგები გვაჩვენონ“, – აცხადებს პრემიერი.

Continue Reading

Previous: დავიწყეთ ზაფხულის სეზონისთვის მზადება – დაბა ურეკსა და შეკვეთილში წელს მეტ ჩვენს თანამოქალაქეს და ტურისტს ველოდებით
Next: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ტრადიციულად მოქალაქეების მიღება გაიმართა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025