Skip to content
16/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

26 ოქტომბერს უნდა დასრულდეს ამათი ყელყელაობა საქართველოში! – ზურაბ ქადაგიძე გერმანიის ელჩის განცხადებაზე

მარშალ პრესი 14/10/2024
zurab kadagidze

სწორედ მანდ ხართ ყველაზე მეტი ავტოგოლის ავტორები, ის ელჩები ვინც აქ ჩამობრძანდით და საქართველო საკუთარი საფეოდალო გგონიათ, – ასე ეხმიანება “ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებას – “დღეს ვიღაცამ ავტოგოლი გაიტანა”, რომელიც მან სავარაუდოდ თბილისის მერის, კახა კალაძის მისამართით სოციალურ ქსელში დაწერა.

ქადაგიძის განცხადებით, ფიშერი ამდენის უფლებას თავს იმიტომ აძლევს რომ თავი პლანტატორი ჰგონია და საქართველოს, როგორც საკუთარ საფეოდალოს, ისე უყურებს. მისი თქმით, უცხოელი დიპლომატების ასეთი ყელყელაობა 26 ოქტომბერს უნდა დასრულდეს.

“ვატყობ, ეს და კიდევ რამდენიმე ამის კოლეგა ელჩი, ბომბეი-ლონდონის რეისს გაჰყვება სამშობლოში მალე. რატომ ბედავს ამდენს? იმიტომ რომ თავი პლანტატორი ჰგონია და თავის პლანტაციაში, რასაც უნდა იმას კადრულობს. სწორედ მანდ ხართ ყველაზე მეტი ავტოგოლის ავტორები, ის ელჩები ვინც აქ ჩამობრძანდით და საქართველო საკუთარი საფეოდალო გგონიათ. შენ გგონია, ბუნდესტაგის სამარცხვინო წარმომადგენელი როთი, რომ ჩამოახირეთ აქ და საქართველოს მოქალაქეებს შეურაცხყოფა მოგვაყენა დაგვავიწყდა?! შენ ერთი განცხადებაც კი არ გაგიკეთებია შენი ქვეყნის შემარცხვენლის ნაძირალობაზე. 26 ოქტომბერს უნდა დასრულდეს ამათი ყველას ყელყელაობა საქართველოში!” – წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.

Post navigation

Previous: პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვას დაესწრო
Next: მცხეთის მოსახლეობა ხედავს, რომ მესამე მსოფლიო ომის ზღვარზე ვდგავართ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.