Skip to content
08/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვას დაესწრო

მარშალ პრესი 14/10/2024
462495704_1088809342602696_532552619545020095_n

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვას დაესწრო.

“სვეტიცხოვლის ტაძარში შეკრებილ მრევლს ამბიონიდან მივმართე და აღვნიშნე, რომ საუკუნეების მანძილზე ქრისტიანობა, მართლმადიდებლობაა ის, რაც იფარავს ჩვენს ქვეყანას და გვეხმარება, შევინარჩუნოთ ჩვენი თვითმყოფადობა.

სვეტიცხოვლობის დღესასწაული მივულოცე ჩვენს ქვეყანას, დედა ეკლესიას, განსაკუთრებული მოწიწებით კი – უწმინდესსა და უნეტარესს, ჩვენს უძვირფასეს და უსაყვარლეს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს, ასევე, ტახტის მოსაყდრეს, მეუფე შიოს, წმინდა სინოდის წევრებს, მღვდელმთავრებს, ყველა სასულიერო პირს, რომელიც ემსახურება ღვთის და ეკლესიის საქმეს ჩვენს ქვეყანაში. დღესასწაული მივულოცე მრევლსაც და განსაკუთრებით, საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს.

ასევე, სვეტიცხოვლობა მივულოცე მცხეთელებს და განვაცხადე, რომ ღმერთის საჩუქარია, გერქვას მცხეთელი და იყო ამ დიდებული ქალაქის მკვიდრი. მცხეთა არის ადგილი, სადაც საქართველო პირველად ეზიარა ქრისტიანობას. ეს არის ის ადგილი, სადაც მეფე მირიანმა იხილა ღვთისგან მოვლენილი სასწაული, აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი და გააქრისტიანა ჩვენი ქვეყანა და მას შემდეგ, 17 საუკუნის მანძილზე ქრისტიანობა და მართლმადიდებლობა არის ის, რაც იფარავს ჩვენს ქვეყანას და გვეხმარება, შევინარჩუნოთ ჩვენი თვითმყოფადობა და დამოუკიდებლობა.

როცა ვართ მცხეთაში, განსაკუთრებული სიმძაფრით უნდა შევახსენოთ საკუთარ თავს, რომ დღეს ქრისტიანობას, ჩვენს სარწმუნოებას სჭირდება გაფრთხილება და დაცვა.
სამწუხაროდ, არიან ძალები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში ებრძვიან ქრისტიანობას, სარწმუნოებას, ქრისტიანულ მორალურ დოგმებს. სამწუხაროდ, ეს ძალები იბრძვიან ქრისტიანობის წინააღმდეგ საქართველოშიც, თუმცა, როცა ერთად დგას ერი და ბერი, ქართველებს ვერავინ დაამარცხებს, ვერავინ დაამარცხებს სარწმუნოებას, ქრისტიანობას, მართლმადიდებლობას ჩვენს ქვეყანაში, ვერავინ დაამარცხებს რწმენას ჩვენს გულებში და ვერავინ დაამარცხებს ქრისტიანულ ფასეულობებს ჩვენს ცნობიერებაში.

ამბიონიდან მადლობა გადავუხადე ჩვენს დედა ეკლესიას, კათოლიკოს-პატრიარქს, ყველა მღვდელმთავარს, თითოეულ სასულიერო პირს მათი ღვაწლისთვის და მოღვაწეობისთვის ჩვენი ქვეყნის სულიერად გასაძლიერებლად.
სვეტიცხოვლის ტაძარში სადღესასწაულო წირვა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ, მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა.

ღვთისმსახურებას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე, თბილისის მერი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები ესწრებოდნენ.
სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარესა და მეუფე შიოსთან ერთად, სვეტიცხოვლის ტაძრის ეზოში ნეკერჩხლის ნერგი დავრგე.”– წერს პრემიერი სოციალურ ქსელში.

Continue Reading

Previous: უპრეცედენტოდ მშვიდი გარემოა ქვეყანაში და ჩვენი მთავარი ინტერესია, რომ ბოლომდე ასე მივიყვანოთ პროცესები, 26 ოქტომბრის ჩათვლით, თუ ვინმეს ინტერესებში შედის პროვოკაციები, ეს არის თვითონ „კოლექტიური ნაცმოძრაობა“
Next: 26 ოქტომბერს უნდა დასრულდეს ამათი ყელყელაობა საქართველოში! – ზურაბ ქადაგიძე გერმანიის ელჩის განცხადებაზე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025